გია ისიანი: გვპირდებიან, რომ "დილას" ნორმალური დაფინანსება ექნება

AutoSharing Option
გორის "დილას" ამბავს შეგახსენებთ - წინა სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოუყო, აქედან დაახლოებით 800 000 დავალიანების დაფარვას მოხმარდა, დარჩენილი თანხით "დილა" ხელახლა დაკომპლექტდა და ევროპალიგაზე სამი ეტაპი ითამაშა, რითიც კიდევ დაახლოებით მილიონი ლარი გამოიმუშავა.

სეზონის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი კლუბი ისევ ელის დაფინანსებას, ფეხბურთელებს კონტრაქტები დაუსრულდათ, ირაკლი მოდებაძე თბილისის "დინამოში" გადავიდა, გრიგოლ დოლიძე და გიორგი გურული "ზესტაფონში" წავიდნენ და, საკითხავია, ვინ დარჩება "დილაში" და, საერთოდ, რა დაფინანსება ექნებათ გორელებს.

ამის გასაგებად "დილას" მენეჯერ გია ისიანს
დავუკავშირდით, რომელმაც ეს გვითხრა:

"ჯერაც ველოდებით ბიუჯეტის დამტკიცებას, რაც წლის დასაწყისშივე უნდა მოხდეს. გორის გამგეობა და მაჟორიტარი დეპუტატი გვპირდებიან, რომ "დილას" ნორმალური დაფინანსება ექნება.

იმედიანად ვართ, თურქული შეკრებაც გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობ, კლუბების დაფინანსებამ სისტემური სახე უნდა მიიღოს, ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს, რომელიც გრძელვადიანი იქნება და, შესაბამისად, იმის საშუალებასაც მოგვცემს, რომ დახარჯული ფული გაცილებით ნაყოფიერი აღმოჩნდეს საფეხბურთო კლუბებისთვის".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა რამდენი ჭირდება დილას იმ წარმატებისათვის რომელიც გუნდმა ბოლო 2 წელი აჩვენა და რაც მთავარია ფეხბურთი პირველი სპორტია მსოფლიოში და თუ ის არ განვითარდება არცერთ სპორტის სახეობას არ აშველება, გაიხსენეთ 1981 წლის დინამო. ან დილას 2 წლის წინანდელი დაფინანსება, ეს ის თანხაა რომელმაც გორში ფეხბუხბურთი გააღვიძა. მომავალი თაობა ამ 3-4 წლის მერე მოიმკის. ვისაც გჯერავთ გაგვატარეთ:) გილოცავთ დამდეგ შობა ახალწელს . ვიყოთ პოზიტურები ამ 2014 წლიდან
puma
15:45 31-12-2013
0
რატომ ფეხბურთი და სხვა სპორტის სახეობას არ აფინანსებს გამგეობა? არ უნდა მორჩეს საბიუჯეტო გუნდები? გორის გამგეობაში მაცხოვრებლეს მაგრად ულხინთ? რომ ბიუჯეტის ფულს იხდიან გუნდის შენახვაში.ფეხბურთს არაფერი არ ეშველება თუ სპონსორები არ მოიძიეს გუნდებმა.
jorj
13:36 31-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული