ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ ბოლნისის "სიონში" ინციდენტი მოხდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ, გუნდის ვარჯიშზე, სპორტულმა დირექტორმა ზვიად სტურუამ აღმასრულებელ დირექტორს, ნუგზარ ლომთაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტის შემდეგ ლომთაძემ პოსტის დატოვების განცხადებით კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა.

ინფორმაცია დაადასტურა თავად ნუგზარ ლომთაძემ.

- თქვენსა და კლუბის სპორტულ დირექტორ ზვიად სტურუას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა?
- დიახ, ასეა.

- რის საფუძველზე?
- სტურუა მომიახლოვდა და რაღაც მკითხა. მე მას ვუპასუხე, რომ ხელმძღვანელობასთან გაერკვია ეს საკითხი. მან კითხვა გამიმეორა და იგივე ვუპასუხე, რის შემდეგაც
სტურუა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ალბათ, ჩემი პასუხი არადამაკმაყოფილებლად ჩათვალა, არ ვიცი.

- რა გკითხათ კონკრეტულად ზვიად სტურუამ?
- საფეხბურთო თემას ეხებოდა.

კომენტარისთვის ზვიად სტურუასაც დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენი კითხვა უპასუხოდ დატოვა, ტელეფონი გათიშა და ზარებს აღარ პასუხობდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქურდულად კი არ მოიქცა, მაგ საქციელს ..ული საქციელი ქვია :))))))) და ვინაა მაგისი ზურგი,მისივე კლასელი კახა კალაძე? მარტო სტურუა უარყოფს მომხდარს და დანარჩენი ყველა, ბურდულ, რა იყო, კალაძის წინააღმდეგ ვერ მიდიხარ გეშინია? სკანდალები გაქვს გუნდში და ვერ მოგიგვარებია. ვისაც დაარტყა, ის დაბალი ღობეა და ის გაუშვით გუნდიდან და სხვებს ხელი დააფარეთ, აი მასე განვითარდება თქვენი ფეხბურთლი
Gvanca
15:21 18-11-2014
0
რა გინდათ ძმაო,სტურუა ქურდულად მოქცეულა.აბა რა, ვასიაჯან.
kola
13:30 18-11-2014
0

სიახლეები პოპულარული