თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცხინვალის "სპარტაკმა" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გამარჯვებაში ლომის წილი დათა სიჭინავამ დაიდო, რომელმაც ჯერ მე-40 წუთზე ანგარიში გახსნა, 77-ეზე კი დუბლი შეასრულა. ცხინვალელთაგან ერთი ბურთი მერაბ გიგაურმა 42-ე წუთზე გაიტანა.
უგოლოდ დასრულდა შეხვედრა ქობულეთში, სადაც ბათუმის "დინამო" "შუქურას" მდაუპირისპირდა.
ტურის დანარჩენი ექვსი შეხვედრა კვირას, 7 დეკემბერს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XV ტურის წინ: ვიდრე წელიწადს და ჩისკოს