ცხინვალის "სპარტაკიდან" წასული მერაბ გიგაური: წინადადებები არის, მაგრამ ბიუჯეტი...

AutoSharing Option
მერაბ გიგაურს ცხინვალის "სპარტაკთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელი თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", პოლონურ "იაგელონიასა" და რუსთავის "მეტალურგში".

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის ნახევარმცველით თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული, მაგრამ "ლელოსთან" კომენტარში ფეხბურთელმა ეს ხმები უარყო:

"მიწვევა რომ მქონოდა, სიამოვნებით გადავიდოდი, მაგრამ ჯერჯერობით "დინამოს" არცერთ წარმომადგენელთან მოლაპარაკება არ მქონია".

გიგაურს ახალი შეთავაზებები აქვს, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არავისთან გაუფორმებია:

"კლუბების უმრავლესობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებენ. შესაბამისად, ისინი სწორედ ბიუჯეტის დამტკიცებას ელოდებიან და არ იციან, 2015 წელს რა სახსრები ექნებათ
შემადგენლობის დასაკომპლექტებლად. ამის გამო ჯერ ყველა წინადადება სიტყვიერ დონეზეა.

როცა ბიუჯეტებს დაამტკიცებენ, კონკრეტულ პირობებს მერე შემომთავაზებენ. "სპარტაკსაც" სურს, რომ მეორე წრეშიც იქ ვითამაშო. საკმაოდ პერსპექტიული გუნდი ჩამოყალიბდა და იმედია, ბირთვს შეინარჩუნებენ. თუმცა ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ. მანამდე, ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვივარჯიშებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული