მეორე წრეში გუნდში ითამაშებენ ლევან კუტალია ("შუქურა"), ლუკა გუგუჩია (ფოთის "კოლხეთი"), ირაკლი ქობალია (ხობის "კოლხეთი"), ავთო ენდელაძე ("ზესტაფონი"), ცოტნე სამუშია (თბილისის "დინამო 2") და გიორგი ბულია (ზუგდიდის "ლაზიკა").
ორი აზრი არ არის, რომ ეს ფეხბურთელები "ზუგდიდს" გააძლიერებენ, თუმცა სელექცია ამით არ დასრულებულა. შევიტყვეთ, რომ გუნდს მისი კიდევ ერთი ყოფილი
25 წლის ცენტრალური მცველი ზუგდიდის "ბაიას" გაზრდილია. 2012 წელს ის "გაგრაში" გადავიდა, 2013 წელს "ზუგდიდს" დაუბრუნდა და ამის შემდეგ "სამტრედიაში" ჩაირიცხა, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.
"დღეს გუნდმა შეკრება დაიწყო და ვარჯიშზე მეც გამოვცხადდი, მაგრამ "ზუგდიდში" წასვლა გადავწყვიტე. ამაზე "სამტრედიის" სპორტულ დირექტორს, დავით მუჯირს ველაპარაკე. კონტრაქტი ორმხრივი სურვილით გავწყვიტეთ.
გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა და, შესაძლოა, სათადარიგოებში ჯდომაც მომიხდეს. მე კი, ბუნებრივია, თამაში მინდა. ამ დროს, "ზუგდიდში" უკეთესი პირობებიც შემომთავაზეს.
მქონდა სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ ჩემი ქალაქის გუნდია და მაინც იქ თამაში მირჩევნია", - ამბობს გიორგი პაჭკორია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"