უჩა სოსიაშვილი: ტაქტიკაზე ბევრს თურქეთში ვიმუშავებთ

AutoSharing Option
გორში ხელოვნურსაფარიან მოედანზე "დილამ" მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში მესამე ამხანაგური მატჩი გამართა. გორელებმა ამჯერად ბოლნისის "სიონს" უმასპინძლეს. ორივე ტაიმში გუნდები მოედანზე სხვადასხვა შემადგენლობით გავიდნენ.

მოწინააღმდეგესთან შედარებით, "დილა" თავიდანვე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა გოლის გატანა ტაიმის ბოლოსწინა წუთზე მოახერხა - "სიონის" კარი საჯარიმოს სიღრმიდან ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა აიღო.

მეორე ტაიმში უჩა სოსიაშვილმა მოედანზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები შეუშვა. ანგარიშთან ერთად, თანდათან მასპინძლების უპირატესობა ბურთის ფლობაშიც გამოიხატა და გოლებმაც არ დააყოვნა.

მეორედ, ბოლნისელები
მარცხენა ფლანგიდან გიორგი ერისთავის პასით გიორგი სეთურიძემ დაამწუხრა ორ წუთში და კვლავ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს, ამჯერად ირაკლი მოდებაძე გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 3:0.

"დილამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სომხიშვილი, დუდუჩავა, კვეკვესკირი, ქარქუზაშვილი, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, ზუბიაშვილი, ფალავანდიშვილი, ჩხიკვაძე, ნონიკაშვილი, კაპანაძე;
მეორე ტაიმში შევიდნენ: მიგინეიშვილი, ხურცილავა, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, რაზმაძე, სეთურიძე, თექთურმანიძე, ერისთავი, მოდებაძე.

გორელთა მთავარი მწვრთნელი კმაყოფილი იყო გუნდის გარჯით.

"ამხანაგურ მატჩებში შედეგებს ჩვენთვის მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, თუმცა, რასაკვირველია, კმაყოფილი ვარ, რომ ორჯერ მოვიგეთ, თანაც სამი ბურთის სხვაობით.

ვაკვირდებოდით ახალწვეულებს, რომლებითაც კმაყოფილნი ვართ, ოღონდ, სამწუხაროდ, სამი მათგანი - გიორგი ხიდეშელი, გიორგი მელქაძე და გიორგი გავაშელიშვილი ტრავმების გამო ვერ თამაშობდნენ.

ამხანაგურ მატჩებში აქცენტს ნაკლებად ვაკეთებდით ტაქტიკაზე. ამ ეტაპზე უფრო ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაზე ვზრუნავდით.

ტაქტიკაზე ბევრს თურქეთში ვიმუშავებთ და შევეცდებით, ანტალიაში გაცილებით უკეთეს ფორმაში შევიდეთ", - გვითხრა უჩა სოსიაშვილმა.

ანტალიაში კი "დილა" დღეს, 28 იანვარს გაემგზავრება. შემადგენლობაში 22 ფეხბურთელია. გორელები იქ ორ კვირას დარჩებიან და ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავენ - "შირაქთან" (სომხეთი), "იანგ ბოიზთან" (შვეიცარია) და "ჰოვერლასთან" (უკრაინა) ყველაფერი გარკვეულია, მეოთხე მეტოქის ვინაობა კი ადგილზევე გახდება ცნობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
vaax bijoo eseni ro taktikebze
gvaboleben sad iscav
let vin g
as

cavlat ra
gindat?jurnalistebic ro boldebian isaa magari
daro
01:03 29-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული