პირველი წრის დასრულების შემდეგ ზუგდიდელთა შემადგენლობა 8 ფეხბურთელმა დატოვა, შესაბამისად, გუნდში ბევრი ახალწვეულია.
მეკარე მინდია ბობღიაშვილი "ზუგდიდში" ქუთაისის "ტორპედოდან" მივიდა. ზუგდიდელია მანუჩარ ივარდავა, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის "ლოკომოტივის" კარს იცავდა. მარცხენა მცველმა დავით მეგრელიშვილმა პირველი წრე ლანჩხუთის "გურიაში" გაატარა, ზუგდიდელთა რიგებში კი 25-ნომრიან მაისურას მოირგებს. გოდერძი მაჩაიძე, რომელიც "გაგრაში" ირჯებოდა, "ზუგდიდში" 2-ნომრიან მაისურას მოირგებს.
ძველ გუნდს დაუბრუნდა ცენტრალური მცველი გიორგი პაჭკორია, რომელიც პირველ წრეში "სამტრედიის"
ნახევარდაცვაში ბესიკ შეროზიამ მშვენიერი შევსება მიიღო - ლუკა გუგუჩია (N77) და ლევან კუტალია (N89), რომლებიც ზუგდიდელები არიან. ქუთაისშია დაბადებული საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილი ავთო ენდელაძე (N22), რომელიც ბოლო წლებში "ზესტაფონში" ირიცხებოდა.
ზუგდიდელთა შეტევას გააძლიერებს თავდამსხმელი ირაკლი ქობალია. "ზესტაფონში" მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ფორვარდმა პირველი წრე პირველლიგელ ხობის "კოლხეთში" გაატარა და კვლავ ზუგდიდში დაბრუნდა. ქობალიამ ის ნომერი (10) დაიბრუნა, რომლითაც ადრე ამ გუნდის სახელით გამოდიოდა.
"ზუგდიდში" ახალგაზრდა თავდამსხმელებიც დაიმატეს - გიორგი ბულია და ცოტნე სამუშია ადგილობრივები არიან. ბულიამ (N94) პირველი წრე ზუგდიდის "ლაზიკაში" ითამაშა, ხოლო სამუშია (N20) თბილისის "დინამო 2"-დან დაიმატეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"