ლანჩხუთის "გურიას" გიალო ჩხაიძე გაწვრთნის

AutoSharing Option
28 სექტემბერს ლანჩხუთის "გურიის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ბადრი კვარაცხელიამ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება თავისი სადებიუტო მატჩის წაგების (0:2 მარტვილში, "მერანთან") შემდეგ მიიღო. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ "გურიას" ეროვნული ნაკრების ყოფილი მობურთალი გიალო ჩხაიძე გაწვრთნის.

მას აქამდეც უმუშავია მშობლიური კლუბის მთავარ მწვრთნელად, ბოლო სამი წელი კი სამწვრთნელო შტაბის წევრია.

სხვათა შორის, ჩხაიძეს აპრილშიც დაეკისრა მთავარი მწვრთნელის ფუნქციების შესრულება, როცა პოსტზე თეიმურაზ ლორია შეცვალა, მისმა გაწვრთნილმა "გურიამ" კი მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა თბილისის "დინამოს", რომელსაც მაშინ ის კახა გოგიჩაიშვილი წვრთნიდა, ამ სეზონის წინ
"გურია" რომ ჩააბარეს, მაგრამ წარუმატებელი სტარტის შემდეგ პოსტი მანაც დატოვა.

ჩვენი ინფორმაციით, კლუბის მესვეურები არ გამორიცხავენ უცხოელი სპეციალისტის მიწვევას, რაც, სავარაუდოდ, ზამთრის შესვენებისას მოხდება. სწორედ მაშინ იგეგმება "გურიის" გაძლიერებაც. როგორც ცნობილია, კლუბის პრეზიდენტსა და ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძეს ახლო კავშირები აქვს უკრაინის საფეხბურთო წრეებთან.

აქვე გეტყვით, რომ ამჟამად "გურიაში" მყოფი უკრაინელი ლეგიონერი დმიტრი ზოზულია გამოჯანმრთელდა და მორიგი ტურიდან უკვე შეძლებს გუნდის დახმარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Ra ukraineli dustis fuli ar gaqvt ambiciebi icocxlet gaqvt saimisod arafers aketeb imitom aris egre qartul fexburti
Irakli
11:48 29-09-2015
0
რა უკრაინული კავშირები, ოსტაპ ბენდერია ეგ თქვენი ურუშაძე.
jimi
10:48 29-09-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული