უმაღლესი ლიგა. IX ტური: "სიონს" პირველი მარცხი ჩემპიონმა აგემა

AutoSharing Option
23 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის IX ტურის ხუთი მატჩი გაიმართა.

* * *
ტურის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ბოლნისში გაიმართა, სადაც აქამდე წაუგებლად მოასპარეზე "სიონს" პირველი მარცხი მოქმედმა ჩემპიონმ,ა გორის "დილამ" აგემა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

ამ გამარჯვებით გორის "დილამ" 22 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. 19 ქულა და თამაში რეზერვში აქვს მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს".

* * *
საინტერესო დაპირისპირება შედგა სამტრედიაშიც, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

უკვე მე-10
წუთზე მასპინძლები წინ ავთო ენდელაძემ გაიყვანა, ქუთათურებმა კი 31-ეზე ირაკლი კლიმიაშვილის გოლით გაათანაბრეს. "ტორპედო" ანგარიშში ხელმეორედ ბუდუ ზივზივაძემ 71-ეზე დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი დავით ჯიქიამ (85) დააფიქსირა.

"სამტრედიამ", რომლის აქტივში 19 ქულაა, ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა.

* * *
ქობულეთში "შუქურამ" ჯერჯერობით უიმედო მდგომარეობაში მყოფი "ზუგდიდი" მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-14 წუთზე გიორგი ჩელებაძემ 11-მეტრიანით გახსნა, 22-ე წუთზე კი ელგუჯა ლობჟანიძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა. სხვაობის შემცირება ზუგდიდელებმა ნიკა ნარმანიას (38) გოლით მოახერხეს.

* * *
ფოთის "კოლხეთმა" სტუმრად ივანწმინდაში მინიმალური ანგარიშით "ჩიხურას" მოუგო. ფოთელებს სამი ქულა 36-ე წუთზე ომარ გოგონაიამ მოუტანა.

* * *
ლანჩხუთში "გურიამ" ბათუმის "დინამო" მიიღო და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ვანო წილოსანის (59) გოლით კი იგებდა, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს - 70-ე წუთზე ტატო აბუსელიძემ გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

* * *
დღის ბოლოს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" "ცხინვალს" უმასპინძლებს, ტურის კიდევ ორი მატჩი: "საპოვნელა"-"მერანი" და "ლოკომოტივი"-"საბურთალო" კი შესაბამისად, 24 და 25 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატია რა :)))) სამტრედია, ქუთაისი, ზუგდიდი, საჩხერე, ქობულეთი, ბათუმი, ფოთი, თერჯოლა, გურია, მარტვილი :))) კარგია ერთი მხრივ გუნდისათვის, საწვავის და სასტუმროს ფულს დაზოგავს :)))))) და "გულშემატკივარი" ჩაყვება "საქომაგოდ" ადვილად :))))))) უიუიუიუიუიუიუიუიუიუიუიიი
dave
17:26 23-10-2015
0
მარცვალკეძე დააბრუნეთ სასწრაფოდ ნაკრებშიიი ! ! !
მწარე
17:35 23-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული