უჩა სოსიაშვილი: "დილას" აუცილებლად დავტოვებ, თუ...

AutoSharing Option
გორის "დილაში" მიმდინარე არასასიამოვნო პროცესებზე ჩვენს გაზეთში არაერთხელ დაიწერა. უკვე კარგა ხანია, გუნდში ფინანსური კრიზისია და, როგორც ჩანს, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის...

როგორც შევიტყვეთ, არის შანსი, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დატოვოს.

აი, რა გვითხრა გორელთა დამრიგებელმა:

"იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვარდება "დილაში" არსებული პრობლემები, რაშიც მხოლოდ ფინანსებს არ ვგულისხმობ და
არ იქნება ერთიანობა, პირველი წრის დასრულების შემდეგ აუცილებლად დავტოვებ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას...

ქართულ ფეხბურთს პრობლემები ისედაც არ აკლია და ახლა არ მსურს იმ სირთულეების საჯაროდ გამოტანა, რომელიც "დილაში" შეიქმნა.

არ მინდა, ამით კიდევ უფრო დავამძიმო სიტუაცია, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება და სიტუაცია მოითხოვს, ამ პრობლემებზე აუცილებლად საჯაროდ ვიტყვი, დღეს კი მხოლოდ ამით დავკმაყოფილდები".

26 წლის მწვრთნელმა გასულ სეზონში გორის "დილას" საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა. მერე "დილამ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა და ორმატჩიან დუელში ბელგრადის "პარტიზანთან" დამარცხდა.

თუ არაფერი შეიცვალა, "დილას" მარტო მწვრთნელი კი არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი მოთამაშეებიც დატოვებენ - გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე, გოგიტა გოგუა, დავით კვირკველია, გუგა ფალავანდიშვილი, ირაკლი ძარია და სხვები.

ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "დილას" 22 ქულით მეორე ადგილი უჭირავს და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
გუნდი 1-2 ადგილზეა სულ და რა გინდათ მეტი რას ითხოვთ არ მესმის? თუ ასეთი გუნდის ყოლა და ასეთი ფეხბურთელები არ გვინდა უნდა ვთქვათ მაშინ და ვიცოდეთ რა გვინდა? ამ ბიჭმა არა მარტო როგორც ტრენერმა გორის ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა,ნუ ვეცდებით ძველ გორის დილას დავამგვანოთ ისევ ეს გუნდი,ვისაც ეს უნდა სწორედ ისინი ლაპარაკობთ აქ არასწორად და ცდილობთ ამის გაკეთებას.ვინც ობიექტურად წერთ ეს იმათ არ გეხებათ!!!
Dragonfly
11:26 08-11-2015
0
ერთი მინდა გითხრათ ყველას: ჩემპიონატი მაისში მთავრდება და 30 თამაშია ჩასატარებელი,ყველა თამაშს ვერ მოიგებ ხალხო აქ მთვარია სასურველი შედეგი ბოლოს დადგეს და საერთოდ ბოლო ტურშიც გადაწყდეს,ასე რომ მოთმინება მოვიკრიბოთ და ჩვენს გუნდს დოლომდე დაუდგეთ გვერძე!!!!
Dragonfly
11:14 08-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული