"დარეკეს, ერთ-ერთ ტოტალიზატორში თქვენს წაგებაზე დიდი ფსონია და იქნებ წააგოთო"

AutoSharing Option
გარიგებასთან დაკავშირებული ეჭვის გამო 29 ნოემბერს გასამართი საქართველოს პირველი ლიგის მატჩი ხობის "კოლხეთსა" და ცხინვალის "ლიახვს" შორის გადაიდო. ფაქტთან დაკავშირებით ხობში თვით სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩავიდა... ამ უკანასკნელის თქმით, დაწყებულია გამოძიება.

ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით, Sportall.ge ცხინვალის "ლიახვის" მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას დაუკავშირდა:

- ამ ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენციის მოწვევას კობიაშვილი აპირებს. თუ მან დეტალებზე არ ილაპარაკა, შემდეგ შემეხმიანეთ...

- თქვენამდე "კოლხეთის"
დირექტორს ვესაუბრეთ, ვინც გვაცნობა, რომ უცნობ პირს თანხა თქვენი ფეხბურთელისთვის შეუთავაზებია...

- ჩვენ "კოლხეთს" არაფერში ვდებთ ბრალს. უცხო პირმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელს მართლაც დაურეკა, ერთ-ერთ ტოტალიზატორში თქვენს წაგებაზე დიდი ფსონია და იქნებ წააგოთო. შეხვედრის ჩაშლის მიზეზად სწორედ ეს ზარი იქცა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფეხბურთის ყურება აღარ ღირს არცერთი თამაშის აღარ მჯერა საერთიდ მსოფლიოში
sxva
18:01 30-11-2015
0
"იქნებ წააგოთო" არა და ისა... თუ თანხა დაგისახელეს და ვერ შეთანხმდით?! ჯერ როდის იყო, რომ უცნობი ურეკავდეს უცნობს და თანაც თავაზობდეს რაიმეს. კარგით რაა... ვის ატყუებთ?!"ინებ წააგოთ?" :დდდ
ზორო
17:05 30-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული