მარტვილის "მერანს" კაპიტანი დაუბრუნდა - სერგი ორბელაძე უკანა ხაზს გააძლიერებს

AutoSharing Option
მარტვილის "მერანმა" სეზონის განახლებისთვის სამზადისი დაიწყო. "მერანი" მშობლიურ ქალაქში უნდა შეკრებილიყო, მაგრამ ამინდმა უმაღლესი ლიგის აუტსაიდერის მზადების გეგმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. გუნდი თბილისში, ეგრეთ წოდებულ "მარაკანას" სტადიონზე შეიკრიბა.

"ლელომ" უკვე გაცნობათ, რომ მარტვილელთა შემადგენლობაში სამი ახალწვეულია - ბესიკ ჩიმაკაძე, შოთა ჯიქია და ბენჟამინ ტეიდი. უახლოეს მომავალში მარტვილურ კლუბს ორი ბერძენი ლეგიონერი შეუერთდება.

ამასობაში, "მერანმა" ქართული საკლუბო რეალობისთვის გვარიანი ტრანსფერი გაჩარხა - ცხინვალის "ლიახვიდან" დაიბრუნა სერგი ორბელაძე. 33 წლის მცველს არაერთი ქართული თუ უცხოური გუნდის ღირსება დაუცავს. ის არცთუ დიდი ხნის
წინათ "მერანის" ლიდერი და კაპიტანი იყო. ორბელაძის დამატება გუნდის უკანა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ცნობილია, რომ მარტვილელები თურქული შეკრების ორგანიზებას აპირებენ. მანამდე, მოსამზადებელი პერიოდი საქართველოში წარიმართება. 12 იანვარს "მერანი" ამხანაგურ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოსთან" გეგმავს გაჯიბრებას.

ჩვენი ინფორმაციით, "მერანი" უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელს დაიმატებს, რათა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
,, გვარიანი ტრანსფერი'' კარგი იყოოოო , კარგით რა ხალხოო
Irakli 88
16:03 08-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული