SOS! შესაძლოა "ცხინვალმა" საქართველოს ჩემპიონატი ვეღარც განაახლოს

AutoSharing Option
არასასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბ "ცხინვალის" ბანაკიდან - ფინანსური მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ გამორიცხული არ არის, გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი ვეღარც განაახლოს.

ვისაც ჯერ არს, უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოსთვის "ცხინვალი" რიგითი გუნდი არ არის. ცოტა ხნის წინათ კახა კაჭარავას შეგირდებმა ევროპალიგაზე ითამაშეს. მართალია, გუნდი რუმინულ "ბოტოშანთან" დამარცხდა ორმატჩიან დუელში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ევროპაში საქართველოს სახელით ითამაშა და ეს უკვე დიდი საქმე იყო.

სხვათა შორის, საამისოდ, ცხინვალელებს მიმდინარე სეზონშიც მშვენიერი შანსი აქვთ. გეხსომებათ, სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ახლახან
"როსტოვში" ნიკა კაჭარავა.

მოკლედ, "ცხინვალს" შველა სჭირდება და ვისაც ეს სათუთი მომენტი აღელვებს, "რაღაც" უნდა ქნას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
1 ტრანსფერიდან შემოსული თანხა 600 000 $ სად წაიღეს ან უეფას გადმორიცხული თანხა ? უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა ერთი კარგი რეფორმაა საჭირო ქართულ ფეხბურთში, ყველა ეს უქნარა კლუბის პრეზიდენტები,დირექტორები და ა.შ. სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ფეხბურთს !!!
აკაკი-ტორპედო
20:45 22-01-2016
0
არ შეიძლება ჟურნალისტზე ჯოხის გადატეხვა და არ ვტეხავ, აქ ჟურნალისტი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, უბრალოდ, კითხვა გამიჩნდა, ნუთუ კითხვა არ გაუჩნდა?? ან გვინდა ზოგადად ისეთი კლუბები, 5წლის მანძილზე ერთი თეთრი არ აუღიათ ტრანსფერში? ესეთი მენეჯმენტის კლუბები? ცხინვალზე იმიტომ მწყდება გული, ცდილობდა ეს კლუბი 6 თვიანი შემადგენლობები არ ყოლოდათ და სხვა კლუბებიდან განსხვავებით თავისი ხელწერა ქონდათ.
გიორგი
17:51 22-01-2016
0

სიახლეები პოპულარული