დილა-ზარია 2:2 - შემობრუნება მოლდოველებთან

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე გორის "დილა" მოლდოვურ "ზარიას" დაუპირისპირდა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

მატჩი ძლიერი ქარის ფონზე მიმდინარეობდა. ანგარიში მერვე წუთზე მოლდოველებმა გახსნეს. ორჯერ უჩა სოსიაშვილის გუნდი გოლისგან მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა იხსნა, მაგრამ მესამე შემთხვევაში მოლდოველი თავდამსხმელის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

მე-12 წუთზე საჯარიმოში წესი დაარღვია გიორგი თექთურმანიძემ, რის შემდეგაც მეტოქემ პენალტი გამოიყენა - 0:2.

მე-20 წუთზე გორელებმა ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირეს - ოთარ მარცვალაძისგან ბურთი მიუვიდა გიორგი ჩელებაძეს, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოსთვის გათანაბრდა. ჩელებაძის ჩაწოდება კარგად გამოიყენა ალან ბაგაევმა - 2:2.

დილა:
მუჯრიშვილი (ლეგაშვილი), კვახაძე (ქარქუზაშვილი), ბაგაევი, ხურცილავა, კვირკველია, გოგუა (ახალკაცი), ძარია (წიქარიძე), ერისთავი (საბაძე/ნონიკაშვილი), თექთურმანიძე (ფალავანდიშვილი), მარცვალაძე (მაშუკოვი), ჩელებაძე (მოდებაძე).

მომდევნო შეხვედრას "დილა" ჩერნოგორიის ჩემპიონატის ლიდერ "მლადოსტთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული