უმაღლესი ლიგა. XVI ტური: თბილისის "დინამომ" გაჭირვებით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVI ტურის შვიდი შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სამი მატჩი ფრედ დასრულდა, სამში კი გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

3 ქულის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გადახდა თავს სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოს", რომელიც თერჯოლის "საპოვნელას" ზესტაფონში დაუპირისპირდა.

იურაი იარაბეკის
გუნდი თენგიზ ჩიკვილაძის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ აგებდა, თუმცა "დინამომ" მატჩის ბედის შემოტრიალება მაინც მოახერხა.

განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის ბოლო წუთები
აღმოჩნდა, როდესაც მსაჯმა თერჯოლელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა. ალექსანდრე იაშვილის დარტყმული მეკარემ აიღო (დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა მაინც გაიტანა), მაგრამ მსაჯმა დარტყმის განმეორებით შესრულება მოითხოვა. მეორე ცდაზე "იაშკას" გატანა აღარ გასჭირვებია.
იხილეთ მატჩის ყველა გოლი
Sportall.Ge

სტუმრად მოიპოვა სამი ქულა მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამაც", რომელმაც მინიმალური ანგარიშით ფოთის "კოლხეთს" სძლია.

სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 43 ქულით, 38 ქულაა მეორეადგილოსანი "დილას" ანგარიშზე.

უმაღლესი ლიგა. XVI ტური
სიონი-გურია 1:1
გოლები: 1:0 ვარლამ კილასონია (პენ. 33), 1:1 ევგენი მოროზენკო (37).

მერანი-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ვანო ხაბელაშვილი (6), 1:1 ოლეგ მამასახლისი (59), 2:1 ვანო ხაბელაშვილი (78)

კოლხეთი-დილა 0:1
გოლი: 0:1 ირაკლი ძარია (63).

საბურთალო-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 გიორგი ხარაიშვილი (3), 2:0 გიორგი ფანცულაია (35), 2:1 გიორგი ივანიშვილი (50), 2:2 თორნიკე გორგიაშვილი (პენ. 64).
გაძევება: ოთო გოშაძე (საბურთალო, 62), უჩა ბერძენაძე (ცხინვალი, 71).

საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (72), 1:1 გიორგი ქვილითაია (75), 1:2 ალექსანდრე იაშვილი (94).

შუქურა-სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (22), 1:1 ბუდუ ზივზივაძე (50).

ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 მარკო მიჰაილოვიჩი (43).

ტური დღის ბოლოს, თბილისის "ლოკომოტივისა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ვერ ვილაპარაკებ იმაზე რაც არ მინახავს, სამაგიეროდ გეტყვით იმას რასაც ვხედავ. თბილისით კი არ გვიდგას სული პირიქით თბილისს უდგას რეგიონებით სული და რაც უფრო მალე შეიგნებს ყველა იმას რომ საქართველოს ზუსტად მასეთი შეხედულებები ღუპავს(ზუსტად მასეთი მიდგომების გამო არ დგანან ერთად ქართველები), მით უფრო მალე დავდგებით ფეხზე ყველაფერში(სადღეგრძელოებში შეგნებას არ ვგულისხმობ). მასეთი აზრების ფრქვევა კი მხოლოდ ჩვენს "კეთილ მეზობლებს" აწყობთ მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში. ახლა თავის გამართლება არ დაიწყო მე მხოლოდ ფეხბურთი ვიგულისხმეო, პატარა ერი ვართ და ყველგან ყველაფერში დაკვირვება გვჭირდება.
ჩემი მხრივ ბოდიშს ვუხდი ყველას თუ გადავაჭარბე, მაგრამ ასეთი დაუკვირვებელი ფრაზები ყოველთვის მაცოფებდა.
ქუთაისი თბილისელს
19 თებერვალი 2016 18:45
0
სიმარტლე გიტხრად არ ველოდი დინამოს ასეტ სუსტ ტამაშს,იმ სპარინგების შემდეგ რაც გუნდმა ტურქეტში გამარტა,ალბატ ამ ტამაშზე სატანადომობილიზება ვერ შეძლო
ალეკსანდრე
19 თებერვალი 2016 18:39
0
გიო
გიო
19 თებერვალი 2016 18:27
0
ukacravad magram istoria albat icit xom jer mgoni xalxi movida da dasaxlda adgilze rasac tbilisad moixseniebs kvela da ara pirikit xo mere meore scored rom aratbiliselia dges tbilisis ufrosad da amis mere tbilisit gidgat sulio mimartavt kvelas mag simartlit rom cxovroben am kalakashi mitomac aris rom garbis sxva kvekanasshi mere meore dinsmo tbilis ar unda chirdebodes damatebuli drois bolo cutze msajis orjer daxmareba da kide reali tu agebs espanetis romelime sashualo donis gundtan is gundi atjer mougebs mgoni am nebismiers vinc im fexburts itamashebs rasac dinamo tamashobda dges
tbiliseli s
19 თებერვალი 2016 18:26
0
გიო
19 თებერვალი 2016 18:26
0
დილა საუკეთესოა!
vano
19 თებერვალი 2016 18:03
0
ასეთი "ფეხბურთის" თამაშს რად უნდა ძვირადღირებული უცხოელი მწვრთნელი ვერ გამიგია. ასეთ ბოდიალს გოგიჩაიშვილიც ხომ ათამაშებდა. ამ დინამოელებსაც რომ ფეხბურთელები გონიათ თავი იმიტომ არის ფეხბურთის საქმე აწყობილი. ამათ ხელფასები საერთოდ არ ეკუთვნის და ათიათასებს უხდიან. კაცი წნევის აპარატით დადის მოედანზე და ის საუკეთესოა ქვეყანაში. ამის შეფუთვას აპირებთ .............
555
19 თებერვალი 2016 18:03
0
is rom msajma dzalian cudad imsaja ori azri araa, da msajebis dabali done afuchebs martlac chempionats es martalia, magram kiteishvilis shesanishnavi tamashi da penalti rom iyo amashi ori azri araa, tanac am dros 92-e wuti iyo, da saertod dinamom rom kiteishvilze aawyos mteli tacisi tamashi gacilebit uketesi shedegebi eqneva, me ase mgonia
ase
19 თებერვალი 2016 17:57
0
sircxvili pirvelive turshi egaa tqveni

chempionati pipia nutu ver xvseba rom dila10 tavit magka dga dinamoze

mamuka
19 თებერვალი 2016 17:54
0
ერთ თამაშს რეალი აგებს ხალხნო რა პანიკაში ხართ!! რამხელა ბოღმა გაქვთ თბილისზე და დინამოზე, არადა თბილისით გიდგათ სული!! რას ამბობ სხვა გუნდები ხო ციდან ვარსკვალვებს წყვეტენ :)) მსაჯი ტორპედოსაც დახმარებია და ცხინვალსაც, მერანსაც და სიონსაც ასე რომ ნუ ანთხევთ ბოღმას დამიჯერეთ დინამოს გასვლა ჯობია ლიგაზე ვიდრე დანარჩენების გამართული ინფრასტრუქტურა მაინც აქვს
თბილისელი
19 თებერვალი 2016 17:29
0

სიახლეები პოპულარული