უმაღლესი ლიგა. XXVII ტური: ჩემპიონი "დინამო" სამტრედიაში დამარცხდა

AutoSharing Option
30 აპრილს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემოპიონატის უმაღლესი ლიგის XXVII ტურის შვიდი მატჩი გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება სამტრედიაში ჩატარდა, სადაც ევროთასების საგზურისთვის მებრძოლმა ადგილობრივმა გუნდმა უკვე გაჩემპიონებული თბილისის "დინამო" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დაძაბულ თამაშში მსაჯმა მოედნიდან სტუმართა სამი, ხოლო მასპინძლების ერთი ფეხბურთელი გააძევა.

ტური დღის ბოლოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრით დასრულდება, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივი" გორის "დილას" უმასპინძლებს. მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
30 აპრილი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-დინამო (თბ) 2:1
გოლები: 1:0 გივი იოსელიანი (18), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (29), 2:1 დავით ჯიქია (56).
გაძევება: ნიკოლოზ გელაშვილი (დინ. 80), ბექა მიქელთაძე (დინ, 88). გიორგი ახალაძე (სამტ, 90), ოთარ კაკაბაძე (დინ, 90).

ზემო ეწერი
ზუგდიდი-საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 გიორგი ხარაიშვილი (88).
გაძევება: ირაკლი ქობალია (ზუგ, 67), ლევან წურწუმია (ზუგ, 90).

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ტორპედო 2:3
გოლები: 0:1 გიორგი კუხიანიძე (პენ. 9), 1:1 ზურაბ მალანია (15), 1:2 ვაჟა ტაბატაძე (22), 1:3 ოთარ კვერნაძე (45), 2:3 თორნიკე მოსიაშვილი (89).

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
მერანი-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 გიორგი ციმაკურიძე (20), 1:1 გიორგი ციმაკურიძე (ავტ. 43).

ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
გურია-ჩიხურა 1:3
გოლები: 1:0 ირაკლი კვეკვესკირი (1), 1:1 დავით ვოლკოვი (14), 1:2 გიორგი რეხვიაშვილი (32), 1:3 ლაშა კუჭუხიძე (39).

ბოლნისი. თამაზ სტეფანია
სიონი-ცხინვალი 1:3
გოლები: 0:1 ვილი ისიანი (51), 1:1 დიმიტრი ტატანაშვილი (პენ. 54), 1:2 ლაშა ქოჩლაძე (83), 1:3 ზვიად ლობჟანიძე (90).

ზესტაფონი. დავით აბაშიძე
საპოვნელა-დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 გიორგი ბუხაიძე (პენ. 35), 1:1 ბექა ჭკუასელი (61), 2:1 გიორგი ტყეშელაშვილი (79).

30.04. თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00
ლოკომოტივი-დილა
მკითხველის კომენტარები / 19 /
არა დინამოს თამაში ვერენაირ კრიტიკას ვერ უძლებს მარტო ის კმარა არგუმენტად რომ გუნდი რომელმაც ქვეყნის პრესტიჟი უნდა დაიცვას ევრო სარბიელზე თამაშების უმეტესობაში 38 წლის იაშკას ფანტაზიაზე და გამოცდილებაზე იყო მიჩერებული რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეროვნული ჩემპინატის დაბალ დონეს გუნდი რომელიც 13 ქულიანი უპირატესობით უსწრებს გუნდს რომელიც 2 წრეში ერთი თავით აღემატება ჩემპიონს მგონი არა ლოგიკურია DDDDDDDDDDDD
Giorgi
19:10 30-04-2016
0
გორში რომ,არ დაგვიდეს 100%პენალტი.მაგას რა დამავიწყებს ყოველდღე ვუყურებ ხოლმე მაგ ვიდეოს
chixura
19:13 30-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული