გიორგი ქვილითაიას სანაცვლოდ კიევის "დინამო" მილიონ ევროს იხდის!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ გიორგი ქვილითაიას თურქული "ტრაბზონსფორის" შემდეგ კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა - კიევის "დინამო". ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს.

footballtransfer.com.ua-ს ინფორმაციით, უკრაინელებმა თბილისის "დინამოს" 22 წლის ფორვარდის სანაცვლოდ მილიონი ევრო შესთავაზეს. თბილისურ კლუბში მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 28 მატჩში გატანილი 24 გოლით.

ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ფაქტია, ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" ძალიან დასჭირდება საუკეთესო თავდამსხმელის სამსახური.
მკითხველის კომენტარები / 21 /
კიევი ჯობია ოსმალების ჯილაგიც ვატირე. კიევში გამოგწვთნიან ჯანზე მოგიყვანენ და მაგარი იგროკი დადგები, კალაძე გაიხსენე
შაკო
20 მაისი 2016 11:24
0
კიევზე იფიქრა თავის დროზე კალაძემ და დემეტრაძემ და ორივე წარმატებული იყო ! ჩემი აზრით უნდა წავიდეს, ამ ეტაპზე თბილისის დინამოში და საქართველოს ჩემპიონატში მეტად ვეღარ გაიზრდება. კიევის დინამო კი ტრადიცული გუნდია, არაა გროზნოს ტერეკი და მახაჩკალის ანჟი. წადი დაუფიქრებლად !!!
Eric cantona
20 მაისი 2016 11:12
0
კარგი კომენტარია უნდა დარჩეს მართლაც.
kaxa
20 მაისი 2016 10:56
0
კიევზე არც იფიქროს თუ უნდა რო ფეხბურთი ითამაშოს გადავა და მანდ დამთავრდება მაგის კარიერა
მიშა
20 მაისი 2016 10:54
0
ალბათ მალე მოვა დრო, როდესაც ყველა ქართველი ფეხბურთელის ფასი მილიონი ევროდან დაიწყება.
გუჯა კახაძე
20 მაისი 2016 10:51
0
ადრეა ჯერ მაგათ სკამისთვის უნდათ არ უნდა წავიდეს გაიხსენოს სხვა ქართველის ბედი
კობა
20 მაისი 2016 10:44
0
გიორგის აქვს საოცარი გოლის ალღო. ეს ძალიან დასაფასებელია ეს ნიჭია და ვარჯიშით ვერ მიიღება. ვარდი სწორედ ამ ნიჭმა გახადა ვარსკვლავი. წარმატებები გიო
lasha
20 მაისი 2016 10:38
0
წარმატებები ! ვაისმა დააყენოს ძირითადში) ერთადერთი თავდამსხმელია რომელიც სკამს არ ხეხავს )
ika
20 მაისი 2016 10:38
0
გაუშვან დინამო და ვაწაძე დააბრუნონ
test
20 მაისი 2016 10:36
0
Jobia satransfero vadis anowurvamde darches evropaze dagvexmaros da mere wavides warmatebebi
912
20 მაისი 2016 10:17
0

სიახლეები პოპულარული