გიორგი ქვილითაიას სანაცვლოდ კიევის "დინამო" მილიონ ევროს იხდის!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ გიორგი ქვილითაიას თურქული "ტრაბზონსფორის" შემდეგ კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა - კიევის "დინამო". ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს.

footballtransfer.com.ua-ს ინფორმაციით, უკრაინელებმა თბილისის "დინამოს" 22 წლის ფორვარდის სანაცვლოდ მილიონი ევრო შესთავაზეს. თბილისურ კლუბში მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 28 მატჩში გატანილი 24 გოლით.

ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ფაქტია, ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" ძალიან დასჭირდება საუკეთესო თავდამსხმელის სამსახური.
მკითხველის კომენტარები / 21 /
თუ კითხულობს კომენტარებს,ვურჩევ დარჩეს ერთი სეზონი კიდევ და მერე უკეთესადაც გაიყიდება და უფრო ჩამოყალიბდება.წარმატებებს ვუსურვებ
se
20 მაისი 2016 09:56
0

სიახლეები პოპულარული