ქუთაისის "ტორპედო": გიორგი გურული დაბრუნდა, სამეული დარჩა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, კლუბმა კონტრაქტზე კიდევ ოთხი ფეხბურთელი დაითანხმა. მშობლიურ კლუბში დაბრუნდა თბილისის "დინამოდან" წასული გიორგი გურული. 27 წლის მცველი "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ქუთაისურ გუნდში 7 სეზონის განმავლობაში თამაშობდა.

გურულის გარდა, "ტორპედოსთან" კონტრაქტები გაახანგრძლივეს შოთა ბაბუნაშვილმა, მაქსიმე ქვილითაიამ და ბექა ტუღუშმა, რომლებიც კლუბის ღირსებას ბოლო სეზონშიც იცავდნენ.

ამასობაში, "ტორპედოს" პრეზიდენტობიდან გადამდგარმა თემურ ჩეჩელაშვილმა "ფეისბუქგვერდზე" გუნდიდან გიორგი კუხიანიძის წასვლის თაობაზე გააკეთა კომენტარი.

"ყველას გთხოვთ, ამ ბიჭებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. მათ "ტორპედო" ფულზე არ გაუცვლიათ. "კუხი" 3 ათას ლარზე
იყო თანახმა, უბრალოდ, ახლანდელ ხელისუფლებას უთხრა, თქვენთან არ დავრჩებიო.

ასე რომ, მათ კაცობას ნუ შეეხებით. თუ რამე გაინტერესებთ, მათ ჰკითხეთ", - წერს ჩეჩელაშვილი, რომლის კომენტარს ქუთაისის "ტორპედოს" საპასუხო განცხადება მოჰყვა:

"შეგახსენებთ, რომ ბატონი თემურ ჩეჩელაშვილი კლუბიდან წასულია. შესაბამისად, ის ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს და საქმის კურსში არ არის, ფეხბურთელებთან რა ფორმის და რა ოდენობის საკონტრაქტო თანხებზეა საუბარი.

აქედან გამომდინარე, გუნდიდან ფეხბურთელების წასვლის მიზეზებსა და მათ პირად კონტრაქტებზე მისი მოსაზრება არის სუბიექტური და სინამდვილეს არ შეესაბამება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გურული ნაღდად კარგი მცველია თან წინა სეზონსში დინამოს რიგებში 6 გოლი გაიტანა რაც მცველისთვის კარგი შედეგია წარმატებები გიორგის მაგრამ მეტი კარგი ფეხბურთელის დამატება ჯერ არ ჩანს ასევე კარგია ტუღუშის დატოვება
giga
19:48 07-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული