გორის "დილამ" ამხანაგური მატჩი "ვიტ ჯორჯიასთან" ფრედ დაასრულა

AutoSharing Option
გორის "დილამ", რომელიც სომხურ "შირაქთან" ევროპალიგის მატჩისთვის ემზადება, ამხანაგური მატჩი გამართა პირველლიგელ "ვიტ ჯორჯიასთან". შეხვედრა "თენგიზ ბურჯანაძეზე" შედგა და 1:1 დასრულდა.

ანგარიში "ვეტერინარმა" დანელიამ გახსნა, გორელთაგან კი წონასწორობა ჯანელიძემ აღადგინა. აღსანიშნავია, რომ "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა.

დილა: გოგიაშვილი, კაკულია, ჭულუხაძე, ლობჟანიძე, ტიტვინიძე, ელიაური, ჩხიკვაძე, კურმაშვილი, ჯანელიძე, კაპანაძე, იმნაძე; შეცვლაზე: გულუაშვილი, გამცემლიძე, ერისთავი, გოგიაშვილი, კიკაბიძე.
ვიტ ჯორჯია (I ტაიმი): შეროზია, მერაბიშვილი, კამლაძე, ჩიტიშვილი, ჩიტორელიძე, გურამ გურეშიძე, გახარია, კახაბრიშვილი, ლებანიძე, დანელია, კურდღელაშვილი; II ტაიმი: ისერგიშვილი, მუხულიშვილი, რობაქიძე,
სეხნიაშვილი, გიგა გურეშიძე, მოსიაშვილი, ექვთიმიშვილი, ციხელაშვილი, ვაზაგაშვილი, ბრეგვაძე, ღირდალაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვახ, ეს გუნდი ითამაშებს ევროთასებზე?
Kote
00:38 23-06-2016
0
ეს რა გვარებია საერთოდ ვერ ვცნობ დილას :XXX სად არის მოდებაძე მცველები ნახევარდაცვა... ვინც წავიდა ვიცი მაგრამ დანარჩენები?!
svani
14:57 22-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული