თბილისურმა გუნდმა ვაწაძის ტრანსფერი დღეს გააოფიციალურა. ფეხბურთელმა კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ვაწაძე 2005-დან 2011 წლამდე თბილისის "დინამოს" პირველ გუნდში თამაშობდა. ამ ხნის მანძილზე მან დინამოელთა მაისურით ჩატარებულ 96 მატჩში 42 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ფეხბურთელი რუსულ "ვოლგაში" გადაბარგდა, საიდანაც 1 წელიწადში სამშობლოში, ამჯერად გორის "დილაში" დაბრუნდა. 2012 წლის სექტემბრიდან ვაწაძე დანიურ "ორჰუსში" ასპარეზობდა, წელს კი კლუბთან ორმხრივი შეთანხმების სფაუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და "ლოკომოტივს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.