ვიაჩესლავ გროზნიმ საქართველო უკვე დატოვა - რას ფიქრობენ თბილისის "დინამოში"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ გაზეთ "ლელოსთან" გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატის ვიაჩესლივ გროზნის საქართველოში სტუმრობის შედეგებზე ისაუბრა.

სალუქვაძის თქმით, გროზნი ერთადერთი კანდიდატი არაა, ვისაც "დინამო" მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილავს და კონსულტაციები სხვებთანაც გაგრძელდება.

- თქვენთან ხალხი ფეხბურთზე არ დადის? ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" ნახა
- რომან ფიფია: დიახ, ბატონ გროზნისთან მოლაპარაკება დავიწყეთ

"ვიაჩესლავ გროზნიმ უკვე დატოვა თბილისი და კიევში გაემგზავრა. მან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. გავეცანით მის კონცეფციას, ის კი ჩვენს მოთხოვნებს გაეცნო.

"დინამო" არ იჩქარებს ახალი მწვრთნელის
შერჩევასთან დაკავშირებით. სამწვრთნელო კვალიფიკაციის გარდა, მნიშვნელოვანია, მისი კონცეფცია იყოს თანხვედრაში საკლუბო გეზთან და იცნობდეს ქართულ მენტალიტეტს.

კანდიდატებთან კონსულტაციები გაგრძელდება. ეს შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ შეხვედრის, ისე სატელეფონო საუბრის სახით", - გვითხრა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ამჟამად თამაზ სამხარაძე ასრულებს. ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
რომა წადი დჯობს სანამ ხალხი გაგაგდებს მალე. უცოდინარო ფეგბურტის
dodo
22 ოქტომბერი 2016 12:07
0
რომან გრიგორჩუკი მოიყვანოს ჯობია
anti
21 ოქტომბერი 2016 20:21
0
დაელაპარაკონ მარკევიჩს,მეტალისტი,დნიპრო,კარგ გუნდებშიც მუშაობდა და ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია,თანაც უკრაინელია და ქართულ ფეხბურთსაც იცნობს,დინამოში მისი მოყვანა იქნებოდა იდიალური,მას აგრეთვე ლეგიონერების შერჩევა არ ეშლება, სადაც კი მუშაობდა ყველგან მაგარი გუნდი ყავდა,მარკევიჩს ალბათ სხვანაირი მოთხოვნები ექნება მაგრამ, იქნებ როგორმე დაითანხმონ რადგან ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია.
bebeto
21 ოქტომბერი 2016 18:25
0
სალუქვაძე ჭკვიანი კაცია თორემ ფიფია უკვე დანიშნავდა მწვრთნელს
ებიჯო
21 ოქტომბერი 2016 17:42
0
ფიფიას ასცავლედ ფეგბურტი დჯობს აზე არა კაცი ფული არა ფეგბურტის ცოდნა კონდეს მტავარი მოაცილედ ფეგბურტიდან დროზე ტვარა არაპერი გამოვა ტუ არ გდჯერავდ კიდევ ბევრჯერ დარცმუნდებიდ
goha
21 ოქტომბერი 2016 17:01
0
რა ფენომენია ასეთი ეს ქართული მენტალიტეტი? ან გავს კი ქართველების მენტალიტეტი რომელიმე ერის მენტალიტეტს, რომ მწვრთნელიც იმ ერისაგან ავარჩიოთ?
ვასასი
21 ოქტომბერი 2016 15:48
0
რა გეზი აქვს აღებული დინამოს მესვეურთ, იცის ვინმემ? იქნებ გვაცნობოს გულშემატკივრებს დინამოს განმკარგველებმა, რა გეზია ასეთი, რომელიც მხოლოდ ქართულ სინამდვილეში თუ ჩანს და არაფერი სიკეთე არ მოუტანია საერთაშორისო მასშტაბით? მარტო ახალგაზრდა დინამოელების ყაზახებთან "ბრწყინვალეთ" ჩატარებული თამაშები რად ღირს. მართლა, ვინმემ ხომ უნდა აგოს პასუხი ასეთ სამარცხვინო ჩავარდნაზე?
გოგია უიშვილი
21 ოქტომბერი 2016 15:46
0
ესე იგი მიხვდა ფიფია რომ დროა ქართველებს მისცეს ხელფასები, მისცეს შანსები,დაასაქმოს და ქართველებს მოსთხოვოს. სწორი გეზია. მაგრამ მაშინ ქართველი მწვრთნელის მიუგორე რა. უცხოელი თუკი მილიონ დოლარზე ნაკლებად გყავს ნაყიდი, ის არაფრის გამკეთებელი არ იქნება, ცალკეული გმონაკლისების გარდა.
Jango
21 ოქტომბერი 2016 15:37
0
ეს ლევან სალუქვაძემ ურჩია და ასწავლა რომან ფიფიას?? )))))))))
რა ქართული მენტალიტეტი, ეს საკლუბო ფეხბურთია.. თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ!!
Georgian
21 ოქტომბერი 2016 14:18
0
ეს კაცი რუსია თუ უკრაინელი?
koloriti
21 ოქტომბერი 2016 13:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული