უეფას სოლიდარობის თანხა უმაღლესი ლიგის 16 კლუბზე გადანაწილდება

AutoSharing Option
24 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა.

აღმასკომის წევრებმა კლუბების ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის უეფას სოლიდარობის თანხების განაწილებისა და სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტში ახალი წევრების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, უეფას სოლიდარობის თანხა ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მიზნით 2015-16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის მონაწილე 16 კლუბს შორის თანაბრად გადანაწილდება.

დღესვე აღმასკომის სხდომაზე სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის 2 ვაკანტურ პოზიციაზე აღმასკომის წევრებმა ვახტანგ ბზიკაძისა და ნანა გომართელის კანდიდატურები დაამტკიცეს.

გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოფიციალური საკითხებისა, აღმასკომის წევრებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი ფაზის მიმდინარეობის შესახებ
ისაუბრეს და ზესტაფონში გამართული საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 27-ე გათამაშების ფინალი განიხილეს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული