"მაშინ მესი, რონალდო, იბრაჰიმოვიჩი იყიდეთ, მაგრამ ეს არაა წარმატების გარანტია..."

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, გროზნიმ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც სიმბოლურ საჩუქარს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- მოგესალმებით, ბატონო ვიაჩესლავ. სამწუხაროდ, თბილისის "დინამოს'' მიმდინარე სეზონში არ აქვს ისეთი შედეგები, როგორსაც ველოდით და მიჩვეულები ვართ. თქვენ ცნობილი ხართ, როგორც "ახალგაზრდების მოყვარული'' მწვრთნელი. შესაბამისად, მაინტერესებს, რამდენად რეალურად გესახებათ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებით წარმატების მიღწევა, რომლებსაც თქვენ აძლევთ შანსს? ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მასშტაბით, არამედ ევროსარბიელის კუთხითაც...
- არა, მხოლოდ
ახალგაზრდა ფეხბურთელებით წარმატებას ვერ მივაღწევთ და არც ვაპირებთ მხოლოდ ახალგაზრდებით თამაშს - მათ გამოცდილ ფეხბურთელებსაც მოვუყვანთ.

ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს და არაა საჭირო ილუზიები, თითქოს მალე მოვა შედეგი. თუ ევროტურნირებზე კარგად გსურთ თამაში, მაშინ მესი, რონალდო, იბრაჰიმოვიჩი იყიდეთ, მაგრამ ეს არაა წარმატების გარანტია... "მანჩესტერ იუნაიტედმა" გიჟური თანხა დახარჯა, მაგრამ ალბათ ვეღარ გაჩემპიონდება წელს.

გულშემატკივარს მოთმინებისკენ მოვუწოდებ, მაგრამ არასწორია, ჩვენგან შედეგს ითხოვდეთ, როცა სტადიონი ცარიელი გვხვდება. მედალს ორი მხარე აქვს: დაიწყეთ თამაშებზე სიარული, მეტ პასუხისმგებლობას გამოაჩენთ ფეხბურთელებში და მერე მოითხოვეთ შედეგი.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ვიაჩესლავ გროზნიმ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეგ უთხარი ირლანდიურ კლუბს რომელსაც გასვლის შანსი კიდევ შერჩა ევროპალიგის პლეიოფში ეგ უთხარი ბატეს რომელიც მარტო წელს ვერ გავიდა ევროასპარეზზე ეგ უთხარი აზერბაიჯანულ კლუბებს რომელიც 2 გუნდით გამოდის ევროპალიგაზე!!! ამ კლუბებს ბევრისთვის საერთოდ უცნობი ფეხბურთელები ყავთ მაგრამ მაინც აღწევენ წარმატებას)))))))))))
svani
15:35 30-11-2016
0
და რამდენი ხალხი მოვიდა დინამოს ევროპალიგის თამაშზე იცი საერთოდ მაგრამ ისევ გაუცრუვდათ იმედები))) საქართველოს ნაკრებმა რომელიც 3 მატჩი მშვენივრად ჩაატარა ნახეთ რამდენი გულშემატკივარი მოვიდა?! იმის იმედით რომ მართლა გამოსწორდა ნაწილობრივ მაინც ნაკრები მაგრამ... და ალბათ ვეღარც ნახავენ ამდენ მაყურებელს საქართველოს თამაშზე)) ასეა დინამოს შემთხვევაშიც ხალხი იყო მოსული მაგრამ რა მიიღეს სანაცვლოდ?!!))) ერთი რა მაინტერესებს აზერბაიჯანში ჩემპიონატზე რამდენი დადის ეგ თუ იცი?! ხალხს არ აინტერესებს მაგრამ როცა უკვე ქვეყანას წარმოადგენს კლუბი ივსება მთლიანი სტადიონი და ისე არის აქაც დინამო რომ გასულიყო ევროპალიგაზე მაინც სამი იმდენი მოვიდოდა ჩემპიონატებზე ვიდრე ეხლა დადის(არც ისე ბევრი მაგრამ მოსახლეობის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ)))
svani
15:45 30-11-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული