რომელ ღვინოებს ჰგვანან ბრაზილიის, იტალიის, საქართველოს ნაკრებები...

AutoSharing Option
კარგი ღვინო კარგ ფეხბურთს ძალიან გავს. უფრო მეტიც, კონკრეტული ღვინოები კონკრეტულ საფეხბურთო ნაკრებებს გავს და თუ კარგად დავაკვირდებით, ამა თუ იმ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებები ღვინის მსგავსად ფერით, გემოთი, არომატითა და სურნელებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

მაგალითად, ბრაზილიის ნაკრები ყველაზე მეტად ქვევრში დაყენებულ ხარისხიან საფერავს გავს. ყურძენიც ჯანსაღია და ღვინოც ჯანსაღი და მძლავრი გამოდის. ბრაზილიურ ფეხბურთს, ქვევრის საფერავისა არ იყოს, ჯიშური არომატიც, ანუ განსაკუთრებული სათამაშო სტილი ახასიათებს. არის სურნელოვანი და სხეულიანი. ყოველი დაგემოვნების შემდეგ, შესაძლებელია ახალ-ახალი გემო
და არომატი აღმოგაჩენინოს. ეს ის ღვინო და ფეხბურთია, რომელსაც დიდმა პოპულარობამ საბოლოო ჯამში ვერაფერი დააკლო.

Sportall.Ge

იტალიიის ნაკრები და საერთოდ, იტალიური ფეხბურთი ყველაზე მეტად წინანდალს გავს. ერთი შეხედვით, თითქოს ყველამ იცის და ყველას ამოცნობილი ყავს ეს გუნდი, მაგრამ წინანდალისა არ იყოს, ხანდახან ისეთ აღმოჩენებს გაგაკეთებინებს, რომ შეიძლება ყველა ძველი წარმოდგენა თავდაყირა დაგიყენოს.

იტალიურ ფეხბურთს ახასიათებს ჩირის ნაზი გემო და მისდამი შურის არომატიც, რომელიც განსაკუთრებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იჩენს ხოლმე თავს.

Sportall.Ge

აი, საქართველოს ნაკრები კი ნამდვილად გავს ღვინოს. ოღონდ ისეთ ღვინოს, რომელსაც თითქმის ყველა ღვინის დაავადება ერთად სჭირს. ეს მქროლავიო, არატიპური სიძველის ტონიო, სიმწარეო, ძმრის გემოო...

მოკლედ, დაავადებას ვერ ნახავთ, რომ ამ ღვინოს არ სჭირდეს. ღმერთმა იცის, ამ “ღვინის მარნის” მფლობელებმა რამდენი მეღვინე გამოიცვალეს, მაგრამ ვერა და ვერ დააყენეს ღვინის ხარისხს საშველი. ამჟამინდელი მეღვინე იძახის - აქამდე დაყენებული ყველა უხარისხო ღვინო წელს უნდა გადავღვარო და სულ ახალი, განსხვავებული ღვინო დავაყენოო, მაგრამ ბევრს უკვე ხელი აქვს ჩაქნეული და ამ დაპირების აღარ სჯერა.

არადა, უცნაური ისაა, რომ ყურძნის ხარისხი მშვენიერია, ჭურჭელსაც არა უშავს, მაგრამ ღვინო დადუღდება თუ არა, მარანში არ შეისვლება, ისეთი საშინელი სუნი დგება. ალბათ, ისევ მარანშია პრობლემა...

იხილეთ სტატია სრულად

ლევან სეფისკვერაძე
წყარო: allwine.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
აქ თანამედროვე ფეხბურთზეა ლაპარაკი , ანუ ცუდი სუნი მწვრთნელ მარადონას ნამდვილად უდის ფეხბურთელი მარადონასაგან განსხვავებით. მე მომეწონა სახალისო სტატია.
ფერნანდო
22:24 21-01-2017
0
თქვენი არ ვიცი და მე პირადად ღვინის დალევა მომანდომა ამ სტატიამ. კაი საფერავი მაქვს შენახული და ,,მივცემ" ჯიგრულად :)) გაგვიმარჯოს ;)
irakli Apkhaidze
21:58 21-01-2017
0

სიახლეები პოპულარული