ზღვაზე და ქარში... საქართველოს ნაკრებმა მზადება არასრული გუნდით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 მარტს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სერბეთთან ოფიციალური და ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ნიკა კვეკვესკირი, სანდრო კობახიძე, ნიკა კაჭარავა და ოთარ კაკაბაძე გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ და საწვრთნელ პროცესში დღეიდან, 21 მარტიდან ჩაერთვებიან.

მომდევნო ორი დღის მანძილზე ეროვნული ნაკრები ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ჩვენი მეტოქე სერბეთის ეროვნული ნაკრები იქნება, 28 მარტს კი - საერთაშორისო ამხანაგურ
შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია - "კრილია სოვეტოვი" (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - "მორეირენსე" (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - "ტორპედო" (ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე - "ესბიერგი" (დანია), სოლომონ კვირკველია - "ლოკომოტივი", მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - "ვიტესი" (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - "ჩერნომორეცი" (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - "ნეფთჩი" (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - "ურალი" (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - "ლოკომოტივი" (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - "ატირაუ" (ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - "რეიმსი" (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელორუსი), ნიკა კვეკვესკირი - "გაბალა" (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - "დიოშგიორი" (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - "სპარტაკი", მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - "დინამო" (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - "ლეგია" (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - "ვარდარი" (მაკედონია), სანდრო კობახიძე - "გიოზთეფე" (თურქეთი), გიორგი არაბიძე - "შახტარი" (უკრაინა)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა - "ეთნიკოსი" (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - "რაპიდი" (ავსტრია), ვლადიმერ დვალიშვილი - "ატირაუ" (ყაზახეთი)

მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინრეჟიმში tkt.ge-ზე და "დინამო არენის" სალაროებში იყიდება.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
დვალიშვილი არაა ცუდი ფეხბურთელი და უნდა გამოიძახო თუ სხვა არ გყავს მაგრამ თუ სხვა გყავს და მაინც ლადოს იძახებ არაა სამართლიანი. მერება უნდა გამოეძახებინა თუნდაც 30 წუთით სათამაშოდ.
luk
21 მარტი 2017 22:30
0
qartvel fexburtelebs jirka akliat.me mgoni ragbistebsac gadaedot amati hiri.
S.P
21 მარტი 2017 15:24
0
Dvalishvilis pokeri garantirebulia aba.fuls ixdis tipi nakrebshi rom itamashos
Beso
21 მარტი 2017 14:57
0
დვალიშვილი თუა 2 გოლი გარანტირებული გვაქს.მერაბაშვილს დაუზახე შე კაცო.ამ მტოხნელს რო ედზახი.ვინაა გატუზოა ვერ გავიგე სუ ნაკრებში როა.გატუზო საქმეს მაინც აკეთებდა და ეს რას აკეთებს.გოლი როდის გაიტანა ბოლოს
butxa
21 მარტი 2017 13:47
0
მერაბიშვილი უნდა გამოეძახა, კარგ ფორმაშია ნამდვილათ !
გიორგი ვარშავიდან
21 მარტი 2017 13:16
0
დვალიშვილს რას ერჩით? ვინმემ ამ ცენტრალურ თავდამსხმელს მისცა საგოლე პასი და არ გაიტანა?
მჭედლიძის ტრამვის გამო თავდამსხმელი გვიჭირს, თუმცა მგონია ზოგიერთის ნაცვლად ვაწაძე და მერებაშვილი უნდა ჩაესვა
akaki
21 მარტი 2017 11:58
0
მაგათ სასტავს გადავხედე და მე მგონი ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერებია არისნ
zviadi
21 მარტი 2017 11:48
0
გიორგი ლორია,
გიორგი ნავალოვსკი
სოლომონ კვირკველია
გურამ კაშია
დავით ხოჭოლავა
ჯაბა კანკავა
ჯანო ანანიძე
ვალერი ყაზაიშვილი
გიორგი არაბიძე
ნიკა კაჭარავა
გიორგი ქვილითაია

vladimerweiss
21 მარტი 2017 11:41
0
პარასკევს იქნებ ქართული ფეხბურთიც შემაყვაროთ!
მე მიყვარს ფეხბურთი
21 მარტი 2017 10:52
0
დვალიშვილის გამოძახებას სხირტლაძე გამოეძახებინა
კობა
21 მარტი 2017 10:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული