- მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა
- მაყურებელმა ღია ფეხბურთი იხილა. პირველ ტაიმში იყო შეცდომები. ფრე ლოგიკური შედეგია. მოლდოვამ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც გამოაცოცხლეს თამაში. ეს ასეც უნდა იყოს. იყო შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის.
- რატომ არ დააყენეთ ძირითადში გიორგი მერებაშვილი და რას იტყვით მოლდოველთა იმ
- როცა შეცვლაზე შესული ფეხბურთელი იტანს გოლს, ჩნდება ასეთი შეგრძნება. ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი.
რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ბურთი 20 სანტიმეტრით გადავიდა, მაგრამ ეს შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. უმაღლესი დონის მატჩებშიც უშვებენ მსაჯები ასეთ შეცდომებს. ცდებიან ფეხბურთელებიც და - მწვრთნელებიც.
- საქართველოს ნაკრები კვლავ მოუგებელია შესარჩევ ციკლში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იწურება საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მწვრთნელია პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა. ფსიქოლოგიურად საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზეა.
- პირველი ტაიმი შორს იყო იდეალურისგან, მეორე კი უკეთესი გამოვიდა. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ?
- ჩვენ ვიცოდით, რომ მოლდოვას ნაკრები იღლება. გვინდოდა, პირველ ტაიმში გოლი არ გაგვეშვა. იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. უკეთესი იქნებოდა, 0:0-ზე გაგვეკეთებინა ცვლილებები, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. ორი ბურთით ჩამოვრჩით.
- გიორგი არაბიძეზე უნდა გკითხოთ. ასევე იმაზეც, თუ რატომ დააყენეთ ძირითად შემადგენლობაში ერთად ჯაბა კანკავა და ბუბა დაუშვილი...
- არაბიძეს რაც შეეხება, მოხარული ვარ, 90 წუთი რომ ითამაშა. ასევე ტაბიძეც უნდა შევაქო. იყო ორი ვარიანტი და მე ავირჩიე შემადგენლობა არაბიძესთან ერთად. რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა.
ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის
უჩა ლობჯანიძე , მერებაშვილი , დვალიშვილი - მადლობა და კარგად იყავით ! ამ ციკლლში არაფერი გვეშველება და ახალგაზრდებს და ახლებს უნდა მიეცეს შანსი !!!
ყველაზე კარგი შედეგი ბოლო 10-12 წლის მანძილზე ივო შუშაკს ჰქონდა. ჰოდა ბოდიში მოუხადოს ფედერაციამ მას და შესთავაზოს კონტრაქტი, თან ვიცი რომ ძვირს არ ითხოვს
ფიფას ოფიციალური რეიტინგით მეორე ასეულის თანაბარი დონის გუნდები ვართ, რა განსხვავებაცაა ჩვენსა და მეზობელ სომხებს შორის იგივეა ჩვენსა და ვანატუს შორის:
68 ARM Armenia
122 GEO Georgia
179 VAN Vanuatu