"ლოგიკური შედეგია - ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა

- მაყურებელმა ღია ფეხბურთი იხილა. პირველ ტაიმში იყო შეცდომები. ფრე ლოგიკური შედეგია. მოლდოვამ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც გამოაცოცხლეს თამაში. ეს ასეც უნდა იყოს. იყო შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის.

- რატომ არ დააყენეთ ძირითადში გიორგი მერებაშვილი და რას იტყვით მოლდოველთა იმ
გოლზე, რომლის დროსაც მეტოქის ფეხბურთელს ბურთი აშკარად გაექცა მოედნის ფარგლბს გარეთ?
- როცა შეცვლაზე შესული ფეხბურთელი იტანს გოლს, ჩნდება ასეთი შეგრძნება. ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი.

რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ბურთი 20 სანტიმეტრით გადავიდა, მაგრამ ეს შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. უმაღლესი დონის მატჩებშიც უშვებენ მსაჯები ასეთ შეცდომებს. ცდებიან ფეხბურთელებიც და - მწვრთნელებიც.

- საქართველოს ნაკრები კვლავ მოუგებელია შესარჩევ ციკლში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იწურება საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მწვრთნელია პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა. ფსიქოლოგიურად საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზეა.

- პირველი ტაიმი შორს იყო იდეალურისგან, მეორე კი უკეთესი გამოვიდა. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ?
- ჩვენ ვიცოდით, რომ მოლდოვას ნაკრები იღლება. გვინდოდა, პირველ ტაიმში გოლი არ გაგვეშვა. იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. უკეთესი იქნებოდა, 0:0-ზე გაგვეკეთებინა ცვლილებები, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. ორი ბურთით ჩამოვრჩით.

- გიორგი არაბიძეზე უნდა გკითხოთ. ასევე იმაზეც, თუ რატომ დააყენეთ ძირითად შემადგენლობაში ერთად ჯაბა კანკავა და ბუბა დაუშვილი...
- არაბიძეს რაც შეეხება, მოხარული ვარ, 90 წუთი რომ ითამაშა. ასევე ტაბიძეც უნდა შევაქო. იყო ორი ვარიანტი და მე ავირჩიე შემადგენლობა არაბიძესთან ერთად. რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 65 /
ვაისი უნდა დარჯეს,პრობლემაა რეგიონებსჰი პეხბურტის იფრასტურა ,კატასტოპა,დაბალი კლასის პეხბურფელები...
otar
16 ივნისი 2017 11:12
0
მე ვერ გავიგე რატო არ ათამასებტ სამტრედიდან ცჰიხურადან დილადან საბურტალოდან არ არიან მანდ ნიჩიერი ბავშვები, არიან მაგრამ აქ აიჩემებენ ერტსადა იგივეს და ვსიო. ვინმე ნატესავი ხოუნდა ნაკრებსჰი რო მოხვდეს ესა აქ საქმე ტორე რიტ ჯობიან ესენი იმ ბავშვებს ვერ ხვდები
achi
13 ივნისი 2017 15:23
0
ამ კონკრეტულ მატჩში დიდი იაღლიში მოუვიდა ვაის შემადგენლობა არასწორი დააყენა.
gode
13 ივნისი 2017 14:32
0
მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა , რომ , მგონი ტაიმბოლი იყომარეს . არცერთისათვის არაფერი მნიშვნელობა არ ჰქონდა რეალურად შედეგს და ,,პატარა იხეირეს " .
უჩა ლობჯანიძე , მერებაშვილი , დვალიშვილი - მადლობა და კარგად იყავით ! ამ ციკლლში არაფერი გვეშველება და ახალგაზრდებს და ახლებს უნდა მიეცეს შანსი !!!
gerd miuleri
12 ივნისი 2017 18:14
0
არ ვართ რა ჩვენ ქართველები ჟილკიანი ხალხი, ეს კობიაშვილი და მუჯირი უნდა გაიტანო ფედერაციიდან თავიანთ მწვრთნელიანად, და ახალი საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში თუ არ დადებდა ბევრად უკეთეს შედეგს მე არ ვიყო მერე კაცი, ეს რომ გაგვეკეთებინა. თან რა კარგი პრეცედენტი, გაკვეთილი იქნებოდა ახალი ფედერაციისთვის. ჩვენ აქ გულზე ვსკდებით ნერვულობით, თვითონ კი კაიფობენ და გულაობენ და ვინ თხოვს პასუხს?
Besika
12 ივნისი 2017 18:14
0
რამ გაგიწყვიტათ ასე შუბლის ძარღვი,თქვე უნამუსო ფულის მჭამელებო.როდემდე და რამდენიღა უნდა ჭამოთ რით ვერ გაძეხით თქვე ღორებო თქვენ.რისი გულისთვის გაუშვით ცხადაძე რატო არ დააცადეთ იმ კაცს ვის ხელშიდაც იმ მოკლე დროში რაღაცას მაინც დაემსგავსა ნაკრები.მოუხადეთ ბოდიში და დააბრუნეთ უკან ნამუსი თქვენ მაინც არ გაქვთ და ბოდიშის მოხდაც არ გაგიჭირდებათ..თქვე უგულოებო და ბრმებო ძალით რო იბრმავებთ თვალებს დვალიშვილზე და ლობჟანიძეზე დაგინებული გაქვთ რომ სანამ ფეხებს არ გაჭიმავენ იქამდე უნდა ათამაშოთ?????მიეცით შანსი ბიჭოოოოოოოოოო სხვა ფეხბურთელებს ჟილკით მაინც ითამაშებენ ესენი როო მძორებივით დადიან სტადიონზე არც დარბიან.. დავიჯერო მარჯვენა შემტევი მცველის პრობლემაა საქართველოში და ლობჟანიძეზე კარგად ვერ ითამაშებს ??? გვამივით როო დადის სტადიონზე??? გული მერევაა თქვენზე ყველაფერში ფულს აკეთებთ დამპლის შვილებო ხალხი მაინც გაახარეთ...ფუნად რო გექცეთ თქვენ ეგ ფულები.. მიმიფურთხებია თქვენთვის ქვეყნის და ხალხის უპატივცემულობისათვის.. ეს ცირკის რიჟიკა სახიანი ვაისი გადააშენეთ და მოიყვანეთ თქვეე უგულოებო ცხადაძე.
გიო
12 ივნისი 2017 17:56
0
კვეკვესკირი ყველაზე კარგი იყო ორივე გუნდში
Dato
12 ივნისი 2017 17:08
0
ვაისი მარტო იმიტომაა გასაშვები,რომ არ ჩამოდის გუნდთან! მარტო ოფიციალურ შეხვედრებზე დაგვდებს პატივს!არ ჩამოდიხარ,შედეგი არ გაქვს,გვცინებ.ეს არ არის საკმარისი გასაძევებლად? ვეკითხები ვაისის დარჩენის მსურველებს!
ყველაზე კარგი შედეგი ბოლო 10-12 წლის მანძილზე ივო შუშაკს ჰქონდა. ჰოდა ბოდიში მოუხადოს ფედერაციამ მას და შესთავაზოს კონტრაქტი, თან ვიცი რომ ძვირს არ ითხოვს
დავით 67
12 ივნისი 2017 16:03
0
ვაისი არაადეკვატურია..მოლდავისთვის ორივე რომ მოგვეგო შანს ვინარჩუნებდიტ...ვასის მოყვანა დიდი შეცდომა იყოო.ფედერაციამ რაო..
rezi
12 ივნისი 2017 15:49
0
დაწერე, რომ: "ვაისმა ასეთი კომენტარებით მთელი ქართული საფეხბურთო ინტელექტი, ვანუატუს აბორიგენი ტომის საფეხბურთო ცოდნასთან გააიგივა".. და რა თქვა არასწორი??

ფიფას ოფიციალური რეიტინგით მეორე ასეულის თანაბარი დონის გუნდები ვართ, რა განსხვავებაცაა ჩვენსა და მეზობელ სომხებს შორის იგივეა ჩვენსა და ვანატუს შორის:

68 ARM Armenia

122 GEO Georgia

179 VAN Vanuatu
goga kakabaze-s
12 ივნისი 2017 15:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული