ოთარ გაბელია: გიორგი ლორია უცხოურ კლუბში უნდა წავიდეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილია 2014-ის შესარჩევში პირველი ორი მატჩი ითამაშა და სამი ქულა მოიპოვა. ბელორუსს 1:0 მოუგო, ესპანეთთან კი ასეთივე ანგარიშით წააგო.

ამ შეხვედრებმა არაერთი რამ დაგვანახეს და სპეციალისტებს ვთხოვეთ აზრის გამოთქმა. რესპონდენტები სხვადასხვა თაობიდან ავირჩიეთ.

მკითხველისთვის, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს დისკუსია საქართველოს ეროვნულ გუნდზე...

ოთარ გაბელია:
- ესპანეთთან ისე ვითამაშეთ, რომ ეს სხვანაირად არც მქონდა წარმოდგენილი. თავდადება ძალიან დიდი იყო, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში. შედეგის მისაღწევად ცოტაღა დაგვაკლდა, ასპროცენტიანი საგოლე მომენტიც გვქონდა. შეხვედრის ბოლოს ცოტათი დავკარგეთ
კონცენტრაცია, თორემ...

საერთოდ, ესპანეთის ნაკრებთან სხვანაირად თამაში ძალიან რთულია.

- საქართველოს ნაკრებმა ბელორუსთანაც, ფაქტობრივად, დაცვითი ფეხბურთი ითამაშა...
- ბელორუსთან ისეთივე თამაში არ იყო, როგორც ესპანეთთან. ბელორუსთან მატჩი ამ შესარჩევის პირველი თამაში იყო. კარგია, როცა შედეგიც არის და სანახაობაც, მაგრამ თითოეულ გუნდს განსხვავებული ტაქტიკა უნდა მოარგო.

დასაწყისი კარგი გამოვიდა, სამი ქულა ავიღეთ.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ჩემპიონატში მოიძებნებიან ისეთი ფეხბურთელები, აქამდე რომ არ უთამაშიათ ნაკრებში, მაგრამ გუნდის გაძლიერება შეუძლიათ?
- ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებს თემურ ქეცბაია ნაკრებში იძახებს. ქეცბაია ესწრება ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, ფეხბურთელთა თამაშის სანახავად უცხოეთშიც დადის.

ყოველივე ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ სელექცია ამით დასრულებულია. სელექცია პროცესია; უბრალოდ, მწვრთნელი გუნდში იმ ფეხბურთელს იწვევს, კონკრეტულ პერიოდში საუკეთესო ვინც არის.

- გიორგი ლორიაზე ცალკე უნდა გკითხოთ...
- სასიხარულოა, რომ ლორიამ ძალიან დამაჯერებლად, უშეცდომოდ ითამაშა. თამაშის წინ შინაგანად ყველა ფეხბურთელი ღელავს, ბელორუსთან და ესპანეთთან მატჩის დროს კი ლორიას ნერვიულობა სულ არ ეტყობოდა.

- მიგაჩნიათ, რომ ლორია უკვე არის საერთაშორისო დონის მეკარე?
- საერთაშორისო დონეს რაც შეეხება, ლორია ჯერ კარგ უცხოურ გუნდში უნდა წავიდეს, საქართველოს ჩემპიონატში მას დიდი წინსვლა აღარ ექნება.

ლორია თავისი თამაშით უკვე იმსახურებს იმას, რომ უკეთეს ჩემპიონატში გადავიდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გურამ კაშია: რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ
თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ

დავით თარგამაძე: ჩვენი დავალება იყო, დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა

სერხიო რამოსი: ქართველების ტაქტიკამ და მინდორმა საქმე გაგვიჭირა
რობერტო სოლდადო: ქართველებმა საკუთარ საჯარიმოსთან გაუვალი კედელი ააგეს
თემურ ქეცბაია: ამ ბიჭებისგან აშენდება გუნდი, რომელიც საქართველოს გაახარებს
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
lasha მესმის რასაც მეუბნები, ბოღმა რტული რაგაცაა, ტან ფხბუტიც უტამასჰია მაგ ბიჭოს!
Kარგადა მაგიტომაც ჩვენი ფხბურტი.
Shota
19:45 16-09-2012
0
ესენი ნახე რა - ტყუპები ხო არ ხართ? ეს კაცი მაგარი ფულის მონაა,უკეთესი ვინ მყავდა? სერგო კოტრიკაძე-შენ თუ გაგიგია ესთი მეკერე შე ჭკვიანო.ოთარას ნაირებმა შეჭამეს ქართული ფეხბურთი.შოთა სადაც გინდა იქ შეგეჯიბრები Fეხბურთის ცოდნაში, და ფეხბუღტიც მითამაშია შენგან განსხვავებით. გაიგე ბიჭო?
fgff
22:54 13-09-2012
0

სიახლეები პოპულარული