ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი დაასრულა და დადგა დრო გადაწყვეტილების მიღების - ისევ თემურ ქეცბაია დარჩეს ნაკრების მწვრთნელად თუ გუნდი სხვამ უნდა ჩაიბაროს?

ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიმღები ფეხბურთის ფედერაცია იქნება და არა ქვეყნის ხელისუფლება - უკვე არის ამის საშუალება. ეს კი საქმეს უფრო აადვილებს - ნაკრების სვე-ბედი სპეციალისტების ხელში აღმოჩნდება და არა ყოვლისმცოდნე ლიბერტარიანელების.

თუმცა სირთულე ამით ბოლომდე მაინც ვერ მოიხსნება - ქეცბაიას კონტრაქტით კიდევ ორი წელი დარჩა. თუ ფედერაცია მოისურვებს ნაკრების მწვრთნელის შეცვლას, ახლანდელ თავკაცს ორი წლის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

ქეცბაიას
ხელფასს სახელმწიფო იხდის, მაგრამ ვინ გადაიხდის კომპენსაციას? როგორია, სახელმწიფოს უთხრა, მწვრთნელი უნდა შევცვალო, საკომპენსაციო 2 მილიონი ლარიც შენ უნდა გადაიხადო და ახალი მწვრთნელის ხელფასიცო?!

ფედერაციისგან ჯერ არ მოგვისმენია ისეთი განცხადებები, რომ ქეცბაიას ბოლომდე ენდობიან, რომ მან კიდევ ორი წელი უნდა იმუშაოს ნაკრებში, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.

მოკლედ, რამდენიმე ვარიანტი იქნება:

პირველი: ფედერაცია უარყოფითად შეაფასებს მწვრთნელის მუშაობას და მას კონტრაქტს გაუწყვეტს. ასეთ შემთხვევაში კომპენსაცია იქნება გადასახდელი, თუმცა ვინ და როგორ გადაიხდის ამხელა თანხას, გაურკვეველია.

მეორე: ფედერაცია არ შეუწყვეტს კონტრაქტს ქეცბაიას, რითიც, ფაქტობრივად, იმას იტყვის, რომ კმაყოფილია ნაკრების შედეგით, ქეცბაიას მიერ არჩეული გეზით და იმ სიტუაციით, რაც ნაკრებისა და მის გარშემოა. ვფიქრობ, ფედერაცია ტყუილის თქმას მოერიდება.

მესამე: ქეცბაია თვითონ იტყვის უარს ნაკრებში კიდევ ორი წლით მუშაობაზე და ყველანაირი უხერხულობა მოიხსნება. თუმცა ამისი ნება მისგან ჯერ არ ჩანს.

მეოთხე: სახელმწიფო აღარ გადაიხდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ხელფასს და ამას იმით დაასაბუთებს, თუ რაც ხდება ჩვენი ნაკრების გარშემო. ანუ კითხვას დაუსვამს ფედერაციას: რაში მახდევინებ ამდენ თანხას?

მეხუთე: ეს შეიძლება კავშირში იყოს მესამე ვარიანტთან - ქეცბაიას გამოუჩნდება კარგი შეთავაზება და არჩევანს ახალ გამოწვევაზე გააკეთებს.

რომელ ვარიანტს აქვს ყველაზე მეტი შანსი? ძნელი სათქმელია, რადგან ძალიან ჩახლართულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე - სახელმწიფომ დაიქირავა მწვრთნელი, რომელმაც, თავის მხრივ, კონტრაქტი ფედერაციასთან გააფორმა. მერე ხელისუფლება შეიცვალა და საბოლოოდ, მივიღეთ ლაბირინთი.

ეროვნული ნაკრები ყველასია და ყველას აქვს უფლება, უქომაგოს აქ ჩამოთვლილ თუ სხვა ვარიანტებს. მე მგონია, რომ საუკეთესო ვარიანტი მეხუთე იქნება, რითიც ყველაზე დელიკატურად მოგვარდება პრობლემა...

საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში

ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელორუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ბიჭების თამაშით ამაყი ვარ
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 18 /
თქვენი გამკვირვებია ბატონებო, უარესი რაღა უნდა იყოს?...დანიშნონ გეგუჩაძე მწვრთნელად და დაგვანახებს გვყავს თუ არა ფეხბურთელები...დროზეა ეს გასაკეთებელი, თორემ ეს უვიცი უნამუსო თვითონ წამსვლელი არაა მით უმეტეს იცის რომ გაუგებრპბაშოა ფედერაცოა. ვერც ხსნის და ფული კი სახელმწიფოსგან მიდის... იგივე ჩვენგან...
murtalo
03:00 19-10-2013
0
ქეცბაის რას ერჩიან ვერ გავიგე, ახლანდელ პეხბურთელებშია პრობლემა ელემენტარული სათამაშო გამოცდილება არ აქვთ არ იციან რას ნიშნავს პეხბურთელისთვის დისწიპლინა უბრალოდ კლასი არ ააქვთ
giga
10:18 19-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული