საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია

AutoSharing Option
5 მარტს ლიხტენშტაინის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია. ტრავმების გამო თემურ ქეცბაიას გუნდს ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბაღი") და ლევან მჭედლიძე ("ემპოლი") გამოაკლდნენ.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს ვარშავის "ლეგიას" ქართველი ლეგიონერი ვლადიმერ დვალიშვილი და ცხინვალის "სპარტაკის" ფეხბურთელი ლევან კაკუბავა შეურთდებიან.

ნაკრები ლიხტენშტაინთან მატჩისთვის მზადებას 3 მარტს დაიწყებს. ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ორშაბათს, 13 საათზე, თემურ ქეცბაია მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ვალეტა", მალტა), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი",
ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), გია გრიგალავა ("ანჟი", რუსეთი), ლაშა სალუქვაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი) დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე - "დინამო", თბილისი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), ლევან კაკუბავა ("სპარტაკი", ცხინვალი, საქართველო)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( "კარპატი" ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - "დნიპრო", უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი ("ჩერნომორეცი" ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია" ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი)

საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 მარტს, 18 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბიჭო თავდასხმა არა გვყავს რა. ჭანტურია ბალღია, თანაც დებიუტანტი.


ამისთანა მწვრთნელის არ მესმის რა, თავდამსხმელი არ უნდა! რა. დვალიშვილს არ ეწყინოს, კაი ფეხბურთელია მარა სხვა სტილისაა, პატიოსანი კაცია არაფერს აშავებს და კაი პასს თუ მისცემ გაიტანს პატიოსნად, ამის მარტო ყოფნა არ შეიძლება.

მამალი თავდამსხმელი სადაა?! შემტევი, შემაწუხებელი, რამის გამკეთებელი, ვისიც უნდა ეშინოდეთ?
giorgi
22:38 27-02-2014
0
ე მაგისთანა მაკრებებს რომ ირჩევს ქეცბაია, იმიტომ აქვს ასე "დიდი წარმატება". თუ არ იცის მწვრთნელმა, რომ ძნელ ბრძოლაში ძლიერ მეტოქესთან დამარცხება ჯობს, ლიხტენშტაინთან და სან-მარინოსთან ტრიუმფალურ გამარჯვებას (მეტ არა, ჩვენი მტერი), მაშინ იქნებ სპორტის მინისტრმა ასწავლოს(ამბობენ, იგიც ნათამაშევა ახალგაზრდობაში ფეხბურთსო).
imereli
17:57 27-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული