როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციაში უკვე დაიწყო იმ კანდიდატურების განხილვა, რომელთაც საქართველოს უპირველესი გუნდის დამოძღვრა სურთ.
"ლელომ" უკვე გაცნობათ, რომ ამ მსურველთაგან ერთ-ერთია გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ლოთარ მათეუსი. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გერმანელმა აგენტებმა მიმართეს.
ამ შემთხვევაში არ
სხვათა შორის, თავად მათეუსმა "ბილდს" განუცხადა, რომ საქართველოს ნაკრების შესახებ არაფერი იცის და არც მისი გაწვრთნის სურვილი აქვს. ჩვენც არ გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს, რომელმაც მათეუსის სურვილის თაობაზე გადაცემა "არენაში" ისაუბრა...
ამასობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ განიხილება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების კანდიდატურები და იქვე დასძინა, რომ ოთხი მათგანი გერმანელია.
რა დონის გერმანელი და, ზოგადად, უცხოელი სპეციალისტები შეგვიძლია მოვიაზროთ ეროვნული გუნდის სათავეში? - ამ კითხვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძეს მივმართეთ:
"მესმის, რომ ძალიან გინდათ, შეიტყოთ, ვისი კანდიდატურები განიხილება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, განხილვა...
რა თქმა უნდა, ეს პროცესი საჯარო უნდა იყოს, თუმცა ამ ეტაპზე კანდიდატურების დასახელებისგან თავს შევიკავებ.
ერთს კი გეტყვით - როგორც კონკრეტულად გერმანელი, ისე ზოგადად, უცხოელი კანდიდატები ცნობილი სპეციალისტები არიან", - გვითხრა არჩილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"