გერმანელიც და სხვა უცხოელი კანდიდატებიც ცნობილი მწვრთნელები არიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ახალ წლამდე ახალი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტას თავი სწორედაც რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაედგას... საკითხის განხილვა დაწყებულია.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციაში უკვე დაიწყო იმ კანდიდატურების განხილვა, რომელთაც საქართველოს უპირველესი გუნდის დამოძღვრა სურთ.

"ლელომ" უკვე გაცნობათ, რომ ამ მსურველთაგან ერთ-ერთია გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ლოთარ მათეუსი. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გერმანელმა აგენტებმა მიმართეს.

ამ შემთხვევაში არ
შეგვიძლია, ოფიციალური კომენტარი მოვიშველიოთ, თუმცა ჩვენს უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებში მათეუსის დანიშვნის ვარიანტი გამორიცხულია. 53 წლის ჰერ ლოთარს (150 მატჩი და 23 გოლი გერმანიის ნაკრებში) სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაფრისთვის მიუღწევია.

სხვათა შორის, თავად მათეუსმა "ბილდს" განუცხადა, რომ საქართველოს ნაკრების შესახებ არაფერი იცის და არც მისი გაწვრთნის სურვილი აქვს. ჩვენც არ გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს, რომელმაც მათეუსის სურვილის თაობაზე გადაცემა "არენაში" ისაუბრა...

ამასობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ განიხილება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების კანდიდატურები და იქვე დასძინა, რომ ოთხი მათგანი გერმანელია.

რა დონის გერმანელი და, ზოგადად, უცხოელი სპეციალისტები შეგვიძლია მოვიაზროთ ეროვნული გუნდის სათავეში? - ამ კითხვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძეს მივმართეთ:

"მესმის, რომ ძალიან გინდათ, შეიტყოთ, ვისი კანდიდატურები განიხილება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, განხილვა...

რა თქმა უნდა, ეს პროცესი საჯარო უნდა იყოს, თუმცა ამ ეტაპზე კანდიდატურების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

ერთს კი გეტყვით - როგორც კონკრეტულად გერმანელი, ისე ზოგადად, უცხოელი კანდიდატები ცნობილი სპეციალისტები არიან", - გვითხრა არჩილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
დომენტა დანიშნეთ მთავარმწვრთნელად რეზი დამხმარედ, აი მაშინ კი გავალთ.
iura
26 ნოემბერი 2014 21:06
0
და სადააქ ფეხბურთის ფედერაციას პროგრამა ჯერ ეგეთი რამე არავის უნახავს და მეორე ჟურნალისტებმა კიარა ფეხბურთში მომუშავე ხალხმა უნდა აგონ ფეხბურთის განვითარებაზე პასუხი არც ყიფიანის და გუცაევის დროს იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის ჟურნალისტები მაგრამ ფეხბურთი მაგარი იყო მაგარი იმიტო რო ცენტრალიზებული იყო ფეხბურთი და მაგარი ბიჭი იყავი სახელმწიფოს დაუწყებდი გახურებას ამას არ ვიზამ იმას არ გავაკეთებო ასე იზრდებოდენ ტყავის ბურთის ოსტატები იყვნენ ბავშთა ფეხბურთის მწვრთნელსელექციონერებიც და იყო სკოლაინტერნატებიც მიშვებული კიარიყო ფეხბურთის ფედერაცია თავის ჭკუაზე ფულსაც აძლევბდენ და პასუხსაც თხოვდენ.თუ ფული გინდა სახელმწიფოსგან პასუხისმგებლობაც უნდა აიღო მის წინაშე და არა ისეცოტა ფულია და ამით რა შედეგი უნდა ვაჩვენოთო რა ბლოხინს ყიფიანს და მათნაირებს ბეკემბაუერზე დიდი ხელფასი ქონდა თუ უკეთესი პირობები არამცდა არამც კლასი ქონდათ და ფეხბურთის თამაში იცოდენ იმიტომ რომ სწორად იზრდებოდენ ბავშვობიდან და კვალიფიციური მწვრთნელები ყავდათ.თუ ფეხბურთელი არ გაზარდე ნორმალურად მაგათი კიარა მამაზეციერი ვერ უშველის ჩვენ ფეხბურთს.
qutaiseli
26 ნოემბერი 2014 20:55
0
იმედია ერთ-ერთი ფელიქს მაგათია
emre
26 ნოემბერი 2014 20:33
0
ჟურნალისტები საქმის გაკეთების მაგივრად ერთობით, პრინციპში რა გასაკვირია, ამ ქვეყანაში ხომ საქმის კეთება არავის უნდა. დღეში სამჯერ ეკითხებიან ფედერაციის სხვადასხვა წარმომადგენელს ვინ იქნება მწვრთნელი... იმის მაგივრად რომ ფედერაციის მუშაობის ანალიზი გააკეთოთ მაღალ დონეზე, სახსრები როგორ იხარჯება, პროგრამა როგორ სრულდება და ა.შ. ელემენტარული კომპეტენცია არ გაქვთ რომ ერთი ერთზე პოლემიკა გაუწიოთ რესპოდენტებს (ამის კარგი მაგალითი იყო მინაშვილის ბოლო გადაცემა).
ნიკა
26 ნოემბერი 2014 20:22
0
ქართველი დანიშნეთ ,არ გაპატიებთ ხალხი ახალ ავანტიურას !!!!!!!!!!!!!!!!!
neo
26 ნოემბერი 2014 19:17
0
ახლა საფუძველს ამზადებენ უცხოელი მწვრთნელისთვის, ქარს გაატანენ მილიონებს, შემდეგ თავს გაიმართლბენ. წაიკითხეთ და გაიგეთ ,ვითხოვთ ქართველ მწვრთნელს.
tomas
26 ნოემბერი 2014 17:19
0
.თქვენ , თქვენ, თქვენ ,ბატონებო. არჩილ, , რეზი, ზვიად, და მანდ ყველა , ვინც ამ ფედერაციას, რომელმაც საქარტველოს მხოლოდ სირცხვილი და კორუფცია გუნდების მომატებით, რომ ამ მომატებულებს თქვენთვის მოეცათ ხმები, იანვრამდე მოგიწევთ გადადგომა, და არჩევნების დანიშვნა თებერვალში.
მამუკი იმერი.
26 ნოემბერი 2014 16:14
0
ბოლომდე აჩენთ თქვენს სახეს როცა ისევ უცხოელებისაკენ იმზირებით.
sake
26 ნოემბერი 2014 14:57
0
რა ტრენერი? თქვენ თვითონ უნდა წახვიდეთ.
tiflisi
26 ნოემბერი 2014 14:50
0
Tqven xom ar gajrialebt ra utsxoeli mtsvrtneli, aravis ar Unda saqartvelos nakrebis gatsvrtna tqven iqet etenebit. Sanam utsxoeli Gaigebs Sadari saqartvelo mere chempionatebis Matchebs daestreba(meti araaq saqme) da analiz gaaketebs viri xeze ava. Vai tqvens Patrons.
Gala
26 ნოემბერი 2014 14:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული