თემურ ქეცბაიას გუნდმა ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში შინ პოლონეთთან 0:4 წააგო, ხოლო სანაკრებო დღე ამხანაგური მატჩისთვის ჩვენს გუნდს არ გამოუყენებია.
საქართველოს ნაკრებს 239 ქულა აქვს და ის სიაში 126-ე ადგილზეა. ეს კი 9-ადგილიანი დაქვეითებაა წინა რეიტინგთან შედარებით.
ევროპაში ჩვენი გუნდი მხოლოდ 7 ნაკრებს უსწრებს და მათ შორის აღარაა ისეთი ქვეყანა, როგორიც ფარერის კუნძულებია, რომელიც 102-ე ადგილზეა. ჩვენ წინ არიან ბაჰრეინი, ბურუნდი, ლესოტო, სენტ კიტსი, ნიგერი, სუდანი,
პირველ ათეულში ცვლილებები თითქმის არ არის. გერმანიის ნაკრები 1 725 ქულით კვლავ პირველია, არგენტინა მეორე ადგილზეა 1 565 ქულით, ხოლო კოლუმბია ისევ მესამე ადგილზეა 1 450 ქულით.
თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრები 2009 წელს, 124-ე ადგილზე ჩაიბარა და 2014 წელს გუნდი 126-ე ადგილზე დატოვა. როგორც ხედავთ, ნაკრებმა ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია. თუმცა 2011 წლის ივნისში გუნდი 56-ე ადგილამდეც ამაღლდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების საუკეთესო პოზიცია რეიტინგში 1998 წლის სექტემბერზე მოდის, 42-ე ადგილზე (მაშინ მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი იყო).
ტოპ-10
ასევე იხილეთ:
მინუს 22 ორ თვეში - ფიფას რეიტინგში საქართველო თავქვე მიექანება
ამას დამატებული ასეთი დონის ნაკრებს სულ მოვუგებთ კლუბებს ხო ვაბშე არ გეგონოთ რო ჩვენი ნაკრების თამაშს ვამართლებ ამით მაგრამ ასეთი დონის ნაკრებებს ნაღდად მოუგებენ უპრობლემოდ