20 წლის შემდეგ - უელსელებს საქართველოზე შურისძიება სწყურიათ

AutoSharing Option
walesonline.co.uk გვთავაზობს სტატიას "როგორ უნდა გამოისყიდოს გარეთ ბეილმა და კომპანიამ სერბეთთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან" ისტორიული მარცხები".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის ჯგუფში მოხვდა. სტატიას კი შემოკლებული ფორმით გთავაზობთ:

"რა შეიძლება ითქვას უელსის კენჭისყრაზე? შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი ან უარესიც. მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ გაგვიჩნდა ძველი ცოდვების გამოსყიდვის შანსი.

კრის კოულმენის გუნდი სამ ძველ ნაცნობს შეხვდა: სერბეთს, მოლდოვას და საქართველოს.

მოლდოვა და საქართველო, აუჩ! უელსის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გაგვახსენდა 90-იანი წლების შუაში, როცა გუნდს მაიკ სმითი
წვრთნიდა.

უელსი ევრო-96-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინოვში მოლდოვასთან 2:3 დამარცხდა. თვე გავიდა და უარესი მოხდა, უელსი 0:5 განადგურდა საქართველოში. მაშინ გარეთ ბეილს და მისი კოლეგების უმეტესობას ახალი დანებებული ჰქონდათ თავი პამპერსებისთვის.

მაშინ უელსის ნაკრები ნევილ საუთჰოლოლით, იან რაშით, მარკ ჰიუზით და დინ სონდერსით ჩავიდა თბილისში. არ იყო მხოლოდ რაიან გიგზი, რომელიც უკვე ითვლებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ვარსკვლავად.

თბილისში შესვენების იქით-აქეთ 36-წუთიანი ჰორორი განვიცადეთ, როცა მასპინძლებმა პირწმინდად გაგვანადგურეს.

ეს 1994 წლის მცირე პერიოდი ალბათ, ნაკრების 139-წლოვან ისტორიაში ყველაზე ცუდი იყო. კრის კოულმენმა ხომ ეს ყველაფერი თავადაც კარგად უწყის - ორივე თამაშში მონაწილეობა მიიღო.

სმითი მას მერე გაათავისუფლეს, რაც მისმა გუნდმა შინაც წააგო ქართველებთან - 0:1. ეს დიდწილად, ვინი ჯოუნსის გაძევების ბრალი იყო.

სამი წლის წინათ, კი უელსის ნაკრები 1:6 განადგურდა ნოვი სადში სერბეთთან, ხოლო კარდიფში გუნდი სერბებთან 0:3 დამარცხდა.

საბედნიეროდ, ეს ძველი ცუდი დროება წარსულია და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გარეთ ბეილსა და კომპანიას შეუძლია ძველი მარცხისთვის შურისძიება... 20 წლის მერე.

ქართველები მას მერე ძალიან ჩავარდნენ ფიფას რეიტინგში, მიზეზი ცუდი შედეგებია, ევრო 2016-ის კამპანიაში მათ მხოლოდ გიბრალტარს მოუგეს (ვინ ვერ მოუგებს), დანარჩენი კი წააგეს. ახლახან ქართველებმა ვერაფრით გააჩერეს პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი. ისინი ალბათ, ვერც ბეილს გააჩერებენ".
მკითხველის კომენტარები / 10 /
საქართველოს ფედერაციამ მაქსიმუმი გააკეთა 1 ახალგაზრდების წარმატება 2 სუპერ თასის ფინალი 3 ახალგაზრდების ფინალი თბილისში ხოლო სადაც ფინანსებია იქ ბიზნესმა უნდა იმუშაოს კლუბებში კლუბებთან კალაძე თოფაძე და სხვებმა უნდა დაეხმაროს კლუბებს და შეინახონ კალაზემ სამტრედია მაინც დააფინასოს
i z
27 ივლისი 2015 12:59
0
აპაა კი ვერც მოგვიგებენ და ვერ ვერა :D
მალაგურა
27 ივლისი 2015 12:58
0
ქუთათურო, ძმაო, ეს ბაქი-ბუქი არ იქო, ეს იყო გამხნევება. უელსს 2008-შიც მოვუგეთ, როცა დღევანდელზე უკეთესები ნამდვილად არ ვიყავით. მაგალითად, უელსის ნაკრების მწვრთნელს მიაჩნია რომ ძნელი იქნება ჩვენთან თამაში. და ჩვენ რაღაზე უნდა დავნებდეთ წინასწარ? პირიქით, პესიმიზმის დანერგვაა ცუდი, ეგრევე ფეხბურთელებზე გადადის. ლევან, ძალიან ხმამაღალი განცხადება ხომ არ გამოგივიდა? :) ჩემზე მეტი დამღუპველი ნუ ეყოლება ქართულ ფეხბურთს და რა გვიჭირს...
ილო
27 ივლისი 2015 11:19
0
როცა უელსს 5:0 და სომხებს 7:0 ვუგებდით, მაშინდელი შედეგები არ მოგვწონდა და სწორადაც; ამ 20 წელიწადში ქვეყნებმა ფეხბურთი ისწავლა, ჩვენ კი რაც ვიცოდით,ისიც დავივიწყეთ და სიჭინავა–არველაძე შეგვრჩა
*
27 ივლისი 2015 06:46
0
აუჩ - ასეთი სიტყვა ქართულში არ არსებობს. მისი შესატყვისი იქნებოდა "ვაი'. ჰოდა აუჩ... ....
jano jandieri
27 ივლისი 2015 00:22
0
Eh ilo shennairi yeyechebi gupaven qartul fexburts. Samcuxarod aravis dammarcxeblebi agar vart chven
levani
26 ივლისი 2015 22:53
0
კუტაც არ გაგვიტკაცუნონ
ю
26 ივლისი 2015 22:45
0
ილო მასეთი ბაქი ბუქია რომ გვღუპავს
ქუთაისელი
26 ივლისი 2015 21:07
0
მარტო ბეილის იმედზე ყოფნა ძნელია. ისე, მისი ფასი არა მარტო ახლანდელი საქართველოს ნაკრების, არამედ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საფეხბურთო ნაკრებში მოთამაშე ყველა ფეხბურთელის საერთო ღირებულებაზე მეტია.
გოჩა
26 ივლისი 2015 19:42
0
ჯერ ერთი თამაშები 1 წლის მერეა და მანამდე დარწმუნებული ვარ ჩვენი ნაკრები გაძლიერდება ნიჭიერი ახალგაზრდებით. მეორეც - ბეილი ან ითამაშებს საქართველოსთან ან არა. მესამეც - როგორც არ უნდა უჭირდეს საქართველოს ნაკრებს, უელსს ყოველთვის მოუგებს! ამ ბრიტანელებს ახასიათებთ ხოლმე მეტისმეტის აღება საკუთარ თავზე.
ილო
26 ივლისი 2015 17:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული