მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა, ქართველ ფეხბურთელებს კი კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა:
"მინდა გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მივულოცო. მინდა ჩემს ფეხბურთელებს დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენებისათვის.
ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით იმიტომ, რომ ასეთი დონის გუნდთან, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, მათ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. ამდენი საგოლე მომენტი, მგონი, მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე არავის ჰქონია გერმანიის
მაგრამ გერმანია იმიტომაც არის მსოფლიო ჩემპიონი, რომ მათ კარში ასევე მსოფლიოს ჩემპიონი, მოედანზე კი 10 უმაღლესი დონის ფეხბურთელია.
ჩემთვის მთავარი იყო, თბილისში გერმანიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ, დღეს დაგვენახა საკუთარი თავი, რა მდგომარეობაში და რა დონეზე ვიმყოფებით. მაინტერესებდა გამეგო, ვმუშაობთ თუ არა სწორი მიმართულებით" - თქვა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
სწორად კი მუშაობ მაგრამ კვეკვესკირი რატომ გაიყვანე მაგით წააგე თამაში და გაგვწირე რა დროს ხიზანიშვილია კაი რა
ეგაა რომ ეს ნერვებ მოშლილი ბიჭები ოქრუაშბვილი და მისი ძმაკაცები, ასე დეკავლიფიცირებული გელაშვილი, ან ასაშორებელია ან გასასწორებელია.
წაიყვანოს ცეცაძემ გელაშვილი სამტრედიაში, ფეხბურთს ასწავლის.