რატომ? რატომ? რატომ? ესტონური კოშმარის ექო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში, მასპინძელ ესტონეთთან განადგურდა.

ესტონეთი შინ ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქეა. ესტონეთი შინ ძალიან ცოტას უშვებს, მაგრამ ფაქტია - თუნდაც შესუსტებული შემადგენლობით, ჩვენი უპირველესი გუნდი ესტონეთის დონის მეტოქეებთან ასე კი არა, საერთოდ არ უნდა აგებდეს...

ჩვენს გუშინდელ მიმოხილვაში, გვიან საღამოს რომ დაიწერა, რამდენიმე, ჩვენი აზრით მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილეთ მკითხველის ყურადღება.

ახლა იმ ნიუანსებს შევეხებით, რომლებზეც წინა წერილში დაწვრილებით ვერ შევჩერდით...

აქილევსის ქუსლი
ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი და მათე ცინცაძე - ესტონეთთან მატჩში საქართველოს
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამ სამმა ფეხბურთელმა ითამაშა. მათთვის თბილი სიტყვები არასოდეს დაგვიკლია, მაგრამ სიმართლე მწარეა - საშუალო დონის ესტონეთთან მათი გარჯა დამაკმაყოფილებლადაც კი ვერ გამოჩნდა.

ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახლაც უნდა გავიმეოროთ - სანამ საქართველოს ჩემპიონატი რაღაცას არ დაემსგავსება, ეროვნული ნაკრები ხელშესახებ წარმატებას ვერაფრით მიაღწევს.

იმ სამეულიდან, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, საუკეთესო ისევ ნავალოვსკი იყო, თუმცა პირადად ჩემი აზრია და არ ვიცი, მკითხველი გაიზიარებს თუ არა - მას შემდეგ, რაც ის რუსეთიდან გორის "დილას" დაუბრუნდა, აშკარად მოუკლო.

ამბობენ, ნავალოვსკის ტრანსფერი არნემის "ვიტესში" გადაწყვეტილი ამბავიაო და თუ ასეა, ძალიანაც კარგი. ფეხბურთელმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის მეტი საშუალება ექნება. სხვათა შორის, "ვიტესის" წარმომადგენელი მას ალბანეთში დააკვირდება...

თავის მხრივ, ცინცაძეცა და კაკაბაძეც ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის დონე იმდენად დაბალია, რომ მხოლოდ ნიჭის ხარჯზე საერთაშორისო ასპარეზზე გადართვა ჭირს.

ჩვენ ესტონეთის ჩემპიონატის დონეს ვაკრიტიკებთ, არადა, მასპინძელთა რიგებში მრავლად იყვნენ "ფლორასა" და "ნომე კალიუს" ფეხბურთელები. ვაკრიტიკებთ საქმეში ჩაუხედავად და იმ მიდგომით, რომ "ესტონელმა არ შეიძლება, ფუტბოლი იცოდეს"...

სულაც არ გვინდა, ჯოხი მხოლოდ ამ ბიჭებზე გადავტეხოთ, ფაქტი კი ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის საერთო დონე მათ დათვურ სამსახურს უწევს.

ის კი გვავიწყდება, რომ ესტონეთის ჩემპიონატში, თუნდაც ამ ბოლო დროს, ასე თუ ისე ჩაიდო ფული და ლეგიონერებიც მომრავლდნენ. იქ ფეხბურთს არასოდეს ითამაშებენ ყანაში და თუნდაც დაბალ ლიგებში ყოველი მეორე თამაში საეჭვო არ იქნება...

შეკრიბო 11 კაცი, დაარქვა ნაკრები, დაუნიშნო მწვრთნელი და მერე იმ მწვრთნელს დააბრალო ყველაფერი, ასე არ შეიძლება. იოლია, მაგრამ არ შეიძლება. ფეხბურთი დღეს გაცილებით სიღრმიდან იწყება, თორემ ვაკო ყაზაიშვილი რომ ყველა ესტონელს სჯობს ერთად აღებულს და გურამ კაშია "ფლორასა" და "ნომე კალიუს" მცველებზე უკეთესია, ეს ყველამ ვიცით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასწრაფოდ უნდა მიხედოს ეროვნულ ჩემპიონატს. რა მარტივად იწერება, მაგრამ რა რთული გასაკეთებელია. სახელმწიფოსგან კი მოქმედებას ვითხოვთ და არა კომისიების სხდომებს. დასათვლელი, გასაზომი და საკეთებელი ამდენ ხანს ჩამოყალიბებული უნდა იყოს და გაზომილიც. ახლა ის დროა, ერთხელ გავჭრათ...

რა სამსახური გაგვიწია გერმანიამ?
ამის თაობაზე ყველაზე უკეთ და ამომწურავად ეროვნული გუნდის თავკაცი ისაუბრებს. ჩვენ მხოლოდ ტელეეკრანიდან გამოტანილ დასკვნებს შეგვიძლია ვენდოთ.

რატომღაც მომეჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ტალინის მთავარ სპორტულ არენაზე სათამაშოდ თავაწეული გავიდა და მეტოქე არ დააფასა.

მხოლოდ მსჯელობა შეიძლება იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს. ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, გერმანიასთან ნათამაშები კარგი გასვლითი მატჩი იყო. ის თამაში ყველას გვახსოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მავანს დაავიწყდა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთთან და მალტასთან აგებდა...

ასე რომ, მაღლა აწეული ცხვირი ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. რაც მთავარია, უკეთესობა პროცესში უნდა გადაიზარდოს, კარგმა და ძალიან კარგმა მატჩებმა კი დათვური სამსახური არ უნდა გაგვიწიოს.

ფიზიკა
აქსიომაა - კარგი ფიზიკური მომზადების გარეშე დღეს ფეხბურთში ვერაფერს მოიგებ. პრესინგი, ბურთით და უბურთოდ მოძრაობა, დროული გახსნა - ეს ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

ზოგადად, ამ პრობლემას მხოლოდ ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი ვერ გადაჭრის. უპრიანია, სანაკრებოდ შეგულებული ფეხბურთელი თავის კლუბში იმთავითვე მოემზადოს სანაკრებო შეხვედრებისთვის.

დაბოლოს...
ახლა ალბანეთია. ორშაბათს გამოჩნდება, რა დასკვნები გაკეთდა ესტონური კოშმარიდან.

საკვანძო მოთამაშეები ტირანაშიც დაგვაკლდებიან, მაგრამ უკეთ თამაში ამ შემადგენლობასაც შეუძლია და ამის გვჯერა. თან, ჩვენი ფეხბურთელები ცხვირაწეულებიც ვერ იქნებიან - ვეთამაშებით ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთს.

ასეა. ეს ის ალბანეთი აღარ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 42 /
ცხადაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქ, ძალიან განათლებული მწვრთნელია, საქმის მცოდნე მაგრამ, ერთი მიკვირს რატომ იძახებს ნაკრებში გრიგალავას, კაკაბაძეს,ცინცაძეს, დაუშვილს, გელაშვილს, არარიან ეს ბიჭები ამ ეტაპზე მზად.. ოპტიმალური შემადგენლობა კი ჩემის აზრით არის : რევო, ლობჟანა, კაშო, კვერკველა, ნავალა, კანკავა, ჯანო, ოქრი, ყაზაიშვილი კობახიძე, მჭედლო ან ვაწა...
ki
14 ნოემბერი 2015 01:43
0
ჩვენს ბავშვობაში ტორპედო რომ წააგებდა, უფროსები იტყოდნენ: ამათ ათი პელეც ვერ უშველისო!-კარგი იუმორია ხომ მეთანხმებით. ჰოდა ჩვენ ფეხბურთს 11 მესი და სამი გვარდიოლაც ვერაფერს უშველის!
-სანამ სირბილს არ ისწავლიან!
xxx
13 ნოემბერი 2015 20:23
1
გავმეორდები, ჩვენები თამაშობენ წინა საუკუნის ფეხბურთს. არა იმიტომ რომ მათი ბრალია. არა, ესე არიან გაზრდილი, ესე ფიქრობს სპეციალისტები და გულშემატკივრები. დიქტორებს ვუსმინე, ვაგებთ უელსთან 3:0. ჩვენები უაზროდ ფაფხურობენ, და იმის მაგივრად რომ თქვა ქართველები გუნდურად არ თამაშობენ, პირიქით იძახდნენ ინდივიდუალურად უნდა შევიტანოთო.
ara
13 ნოემბერი 2015 20:11
0
აკი ქეცბაია,დომენტი და რეზი არველაძის ბრალი იყო ქართული ფეხბურთის წარუმატებლობიო,აი მოვა კობი და მუჯირი და ავყვდებითო,რაც მთავარია ოცნების მთავრობა მხარს უჭერსო, ან კიდევ რა ოქრი რა ანანიძე,რომლებსაც არცერთი გოლი არ გაუტანიათ მიმდინარე სეზონში,ანდა მჭედლიძე იქნებ მითხრათ რამდენი გოლი გაიტანა წელს.ცხადაძე კიდევ სხვა თემაა,სად მიაღწია წამატებებს ბაქოს ინტერში?სასაცილოააააააააა
ტარასი
13 ნოემბერი 2015 20:02
0
ნუთუ ესენი თავის თავს ფეხბურთელებს უძახიან,ესენი ფეხბურთელები კი არა გაფოფრილი ფარშევანგებია.
მურთაზი
13 ნოემბერი 2015 19:03
0
კიდევ ვიტყვი, რომ ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატიდან არ უნდა მიიწვიონ ფეხბურთელი, ახალგაზრდულებში კი ბატონო. ეროვნულში უნდა თამაშობდნენ ის ხალხი, ვინც მოცემული მომენტისათვის მყარად იკავებს თავის კლუბში ძირითადში ადგილს
llcl
13 ნოემბერი 2015 18:09
0
ხოჭოლავას პრაქტიკა აქ და რატო არიძახებს? გრიგალავას არჯობია ან ამისულაშვილს?
გიო
13 ნოემბერი 2015 17:19
0
ხოჭოლავას პრაქტიკა აქ და რატო არიძახებს? გრიგალავას არჯობია ან ამისულაშვილს?
გიო
13 ნოემბერი 2015 17:19
0
არ დაბლოკოთ---ვიცი ჩემ აზრს არავინ გაითვალისწინებს მაგრამ მაინც ვწერ--დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე--ყველაფერში რომ დაღმა მივდივართ--ფეხბურთდან ერთად ამაში საინტერესოა ვინმეს ეჭვი ეპარება?????უკვე 25 წელია ამ გზას ვადგავართ და გადახვევაც არ გვინდა ეს ხომ საყოველთაო ცნობილი ფაქტია--და საეჭვოა მომავალში რაიმე შეიცვალოს--თუ ერთ რამეს არ მოვახერხებთ: როგორც მონაკო მონაწილეობს საფრანგეთის ჩემპიონატში--ჩვენც ხომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ რომელიმე გუნდით მაინც უკრაინის ჩემპიონატში???? ქვეყანა დაიშალა მაგრამ ჰოკეიში რიგის დინამო მაინც მონაწილეობდა რუსეთის ჩემპიონატში----რომ არა უკრაინის კრიზისი უკრაინის გუნდებიც აპირებდნენ რუსეთის ჩემპიონატში გაერთიანებას--ეს რა თქმა უნდა ორივეს ფეხბურთს წაადგებოდა---ვიფიქროთ ამაზე-ჩვენ რაღა დავაშავეთ ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა?????როცა ბელორუსიის. ყაზახეთის, უკრაინის,აზერბაიჯანის და რუსეთსაც თუ ჩავთვლით--ჩვენზე მეტ წარმატებას აღწევენ????_
ემიგრანტი
13 ნოემბერი 2015 17:05
0
თავაწეულები გავიდნენ?არამგონია წაგების მიზეზი ეს ყოფილიყო.ოქრიაშვილი,საბა კვირკველია,მჭედლიძე,ანანიძე,კანკავა,კვეკვესკირი, ყაზაიშვილან ერთად ქმნიან მუხტს თამაშში.მათი ინდივიდუალური ოსტატობა გუნდურ თამაშშიც აისახება, კლასიც შესაბამისი აქვთ.მათგან რამოდენიმეს არყოფნის შემთხვევაში ნაკრების თანაში ქაოტური ხდება,რადგან მათი შემცვლელები მოუმზადებლები და უკლასოები არიან.რაც ესტონეთთან მატჩმაც დაგვანახა.ჩემი უდიდესი პატივისცემისა ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელებისა მაინც მგონია,რომ საქრთველოს ნაკრები კარგი თამაში დღეს მხოლოს ოთხ ფეხბურთელზეა დამოკიდებული.საბა კვირკველია,ნიკა კვეკვესკირი,ჯაბა კანკავა და ოქრიაშვილი.
ლერი
13 ნოემბერი 2015 16:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული