ვლადიმირ ვაისი: რეიტინგით ფავორიტები არ ვართ, მაგრამ...

AutoSharing Option
დღეს, 27 მაისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდება სლოვაკეთის უპირველეს გუნდს. მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხით იხილავს.

სფფ-ის ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის კომენტარი გამოქვეყნდა:

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპია, რადგან სამი ამხანაგური შეხვედრა გველოდება. ეს იქნება ბოლო მატჩები ოფიციალური ციკლის დაწყებამდე, ავსტრიამდე საქართველო მეტ ამხანაგურ შეხვედრას აღარ ჩაატარებს...

გუნდს უკვე ვიცნობ, რადგან გვქონდა ერთი ამხანაგური მატჩი
თბილისში... ფეხბურთელებს წარმატების დიდი სურვილი აქვთ. რა თქმა უნდა, პრობლემებიც არის და ისინი უნდა გადაიჭრას. ვგულისხმობ ზოგიერთი ფეხბურთელის არასაკმარის სათამაშო პრაქტიკას...

სამწუხაროდ, არიან ტრავმირებულებიც - ჯანო ანანიძე და გიორგი ლორია, რომლებიც ამ ამხანაგურ თამაშებში ვერ დაგვეხმარებიან... ასე რომ, ბოლომდე ოპტიმალური შემადგენლობა არ არის... გიორგი აბურჯანიაც ამ ეტაპზე საკუთარ კლუბთან ერთადაა და მოგვიანებით შემოგვიერთდება. თუმცა ეს ფეხბურთია და ჩვენ უნდა მოვემზადოთ თამაშებისთვის იმ შემადგენლობით, რომელიც ამ დროისთვის გვყავს...

სლოვაკეთთან პირველ ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებზე გავაკეთებთ აქცენტს, რომელთაც ვარჯიშებზე შევატყობთ, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში იქნებიან.

ჩვენთვის ყველა ამხანაგური და ოფიციალური მატჩი მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთ ამ მატჩში ფავორიტები არ ვართ, რადგან არსებობს რეიტინგი და ეს არ არის უბრალო მათემატიკა... თუმცა ჩვენ უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე დღევანდელი რეიტინგით ჩანს...

ქართულ ფეხბურთში ბევრი ტალანტია. ჩვენ გვყავს ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელები - კანკავა, კაშია, ამისულაშვილი... ასევე, ახალგაზრდები - ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, მჭედლიძე, ანანიძე, რომელიც, როგორც გითხარით, ახლა გუნდთან ერთად არ არის... ასევე, თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატი და თასი მოიგეს...

საქართველოსთან თამაშის შემდეგ სლოვაკეთს გერმანიასთან მატჩი ელოდება. რა შემადგენლობითაც არ უნდა ითამაშონ, მათი ნებისმიერი ფორმაცია ძლიერია. ეს იქნება კომბინაციური თამაში".
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვლადიმერ ვაისი: "სლოვაკეთთან პირველ ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებზე გავაკეთებთ აქცენტს, რომელთაც ვარჯიშებზე შევატყობთ, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში იქნებიან".

ვაისი ზუსტად ჩასწვდა პრობლემის არსს. ძირითადად ბოლო 15 წუთში ვაგებდით თამაშებს. ფიზიკურად უკეთეს ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ათამაშეთ და წარმატებაც მოვა!
სირბილის სწავლების ცენტრი
13:26 27-05-2016
0
ra amoichemet es chanturia?gind saqebad da gind salanzgavad?racsheuzlia egaa da 31 wlisaa vardi da arckichanda aqamde,daudga sezonu da brwyinavs martlac..ra chempionatic gvaqvs da raklubebshic tamashoben iqedanunda vimsjelot.sanam argveqneba shida chempionati magal doneze arasodes gveqneba warmateba.mediamac zomiereba unda gamoichinos da qartuli baqibuqi araa sachiro.rogaxdit mesis da griezmans da noiers chven pexburtelebs.magatzearweren iset statiebs tqvenrom chvenbichebze wert.chvenc uyurebt da vkitxulobs insadaa da vinmesia da vin daprinavs da vin dadis.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული