ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სადებიუტო მატჩისთვის 28 ფეხბურთელი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევში პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს, ავსტრიის ეროვნულ გუნდთან თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

ეროვნულ გუნდში ახალწვეულია - დანიური "სილკებორგის" თავდამსხმელი დავით სხირტლაძე. ნაკრებს დაუბრუნდნენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ მარცვალაძე. ყველაზე თვალშისაცემი კი სიაში ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას არყოფნაა, რომელიც ფრანგული "რეიმსის" დატოვების შემდეგ, ჯერჯერობით, უგუნდოდაა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი
რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბილისი), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი), გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია).
მკითხველის კომენტარები / 42 /
ისე საინტერესოა დავით ხოჩოლავას რატო არიძახებენ
gurami
24 აგვისტო 2016 19:32
0
Sad aris namdvili kapitani,jaba kankava
Levani
22 აგვისტო 2016 03:24
0
რაღაცნაირად თითქოს ყველაფერი მიზანმიმართულად მიდის, რომ ქართული ფეხბურთი საბოლოოდ ჩაესვენოს. არა და არ გამოჩნდა ჯგუფი რომელიც მიხედავს ქართულ ფეხბურთს. არადა სწორედ ეს ფეხბურთი ქართველი ხალხის ცხოვრების ნაწილია და მისი ესე განადგურება, გარყვნა ფსიქოლოგიურად ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ხალხს უფრო ცუდ გარემოს უქმნის. პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და რადაც არ უნდა დაუჯდეს მიხედოს ქართულ ფეხბურთს. მაგალითი; ოლიმპიადაზე ჩვენმა ბიჭებმა ორი ოქროს მედალი აიღეს და რა სიხარული ტრიალებს საქართველოში, წარმოგიდგენიათ? ფეხბურთში რომ წარმატებას მივაღწიოთ რა მოხდება?
levani
20 აგვისტო 2016 09:49
0
სად არის კანკავა თქვენი .......
zaza
20 აგვისტო 2016 01:52
0
რაღა დროს ამისულაშვილი და მარცვალაძეა...დვალიშვილი კიდევ იშრომებს ერთი ტაიმი მაინც,ყენია ერთ ტაიმსაც ვერ გაქაჩავს მაგრამ ვერ გამიგია, არაბიძეს რატომ არ იძახებენ? ნუ ათამაშებ, მაგრამ სანაკრებო სიტუაციას მაინც შეაჩვიე...რამდენი მისი ასაკის ფეხბურთEლი თამაშობდა ევროზე. ბერიძეც სანახავია როგორ ფორმაშია, რა გადაეკიდნენ ამ პენსიონერებს და მუდმივად პერსპექტიულებს?...მოკლედ ნორმალური მრჩეველი არა ყავს ვაისს და ფედერაციამ ცოტა ყური უნდა შეიბერტყოს.
murtalo
20 აგვისტო 2016 00:10
0
არც თქვენი არ მჯერა, უჯიგრო, უპასუხისმგებლო და უსისხლოები ხართ!!!
დათო
19 აგვისტო 2016 22:34
0
ბ–ნო მარადონა–სავსებით გეთანხმებით,თქვენ გაწუხებთ ქართული ფეხბურთის ბედი და გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებას.მე მივმართე იმ უზრდელ და არა კომპეტენტურ პიროვნებებს რომლებმაც შეურაცყვეს ჩვენი ფეხბურთი.
რეზო
19 აგვისტო 2016 20:34
0
არაბიდზე სასწრაფოდ გამოიზახონ!
kaxeli papa
19 აგვისტო 2016 20:03
0
პაუნაშვილის რატო უნდა მიიწვიო მიტომაცაა ჩვენი ფეხბურთი კარგად დინმოდან ერთადერთი ჯიღაური დანარჩენი გასაყრელია რა ნაკრებში ფუ
19 აგვისტო 2016 19:48
0
Warmatebebi shvilebo
Deda
19 აგვისტო 2016 19:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული