09:18 05-10-2016
საქართველოს ნაკრებმა დუბლინში შეკრების მეორე დღეს სრული შემადგენლობით ივარჯიშა [VIDEO]
AutoSharing Option
საბა კვირკველიამ, ლევან მჭედლიძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი მაკარიძემ, რომლებიც ვლადიმირ ვაისის გუნდს გვიან შეუერთდნენ, 4 ოქტომბერს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს.
დუბლინში შეკრებაზე მყოფი გუნდის თითოეული წევრი ჯანმრთელადაა და წლის მეორე ოფიციალური მატჩის მოლოდინშია.
ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში მყოფი 23 ქართველი ფეხბურთელის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. დღესვე საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს, შეხვედრის მასპინძელ დუბლინის "ავივას" სტადიონზე, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ჩაატარებს, მანამდე კი ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
მატჩი ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22.45 წუთზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი).
ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი).
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბოდიშით გრამატიკული შეცდომებისთვის, გთავაზობთ შესწორებულ ტექსტს - ბიჭებო ნავსი როდესღაც ხომ უნდა გატეხოთ და დიდი მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაში გააკეთებთ ამას. უკიდურესი მობილიზების ხარჯზე საფრანგეთთან ხომ ითამაშეთ 0:0, ხოლო ესპანეთს საკუთარ მოედანზე მოუგეთ, ჰოდა გუნდის ერთსულოვნად შეკვრით გაგვახარეთ ბიჭებო, აგრეთვე ხვალ ნავსის გატეხვით და მოგებით. აბა თქვენ იცით გაიხარეთ და გაგვახარეთ.
0
0
1.გიორგი ლორია 2.უჩა ლობჟანიძე3.საბა კვერკველია 4.გურამ კაშია 5.გიორგი ნავალოვსკი 6.ვალერი გვილია 7.ჯანო ანანიძე 8.ჯაბა ჯიღაური 9.ვალერი ყაზაიშვილი 10.თორნიკე ოქრიაშვილი 11.ლევან მჭედლიძე
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული