მარტინ ონილი: ფიფას რეიტინგის არ მჯერა - საქართველო რთული მეტოქეა

AutoSharing Option
ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩამდე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს ირლანდიელები ხვალ, 6 ოქტომბერს, დუბლინში "ავივას" სტადიონზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

"რთულ ჯგუფში მოვხვდით, საიდანაც გასასვლელად მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ყველა გუნდში მყოფი ფეხბურთელი ხვალინდელი შეხვედრისთვის კარგად მოემზადა.

ფიფას რეიტინგის არ მჯერა. მას არასდროს ვუყურებ და მეტოქეს მისი მიხედვით არ ვაფასებ. საქართველოს წინააღმდეგ ორი ურთულესი მატჩი გვქონდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მოლდოვასთან
მატჩზე ჯერ არ ვფიქრობ. შესაძლოა გგონიათ, რომ მათთან თამაში გაგვიმარტივდება, მაგრამ მე ასე ვერ ვიტყვი, რადგან რთულ მატჩს ველი", - ციტირებს ონილს telegraph.co.uk.
მკითხველის კომენტარები / 2 /
უპასუხისმგებლო და უთავმოყვარეო ფეხბურთელები გვყავს და იმიტომ ვართ ასეთ დღეში.
ლაშა
12:43 06-10-2016
0
თამაშის წინ ყველა ესე ამბობს მერე გამოვლენ სტადიონზე და ბურთს გვაზილავენ სახეში. ერთხელ მაინც მოვახდინოთ სასწაული და ავუსრულოთ წნასამატჩო ყბედობა.
გივია
11:39 06-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული