ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!

AutoSharing Option
26 მაისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრებს უმასპინძლა. პლეი-ოფის შესაფერისად დაპირისპირებები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, თუმცა პირველმა თამაშებმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა.

განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს რეგულარული სეზონის მეორე-მესამე ადგილოსნები, სტუ-თელასი და მფკ აგორა დაუპირისპირდნენ. ლიგის დებიუტანტმა არაფერი დაუთმო ვიცე-ჩემპიონს და შეიძლება ითქვას, რომ საგოლე ეპიზდების რაოდენობის მხრივ დაჯაბნა კიდეც, თუმცა რეალიზების კუთხით, კლასის და გამოცდილების ხარჯზე "ენერგეტიკოსებმა" აჯობეს მეტოქეს - ნუკრი ჭუმბურიძემ და თელასის მოთამაშე-მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა, თითო
ტაიმში თითო გოლის გატანა მოახერხეს, 2:0 იმარჯვეს და სერიაშიც დაწინაურდნენ.

შედარებით იოლად იმარჯვა რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, მფკ ტატიშვილმა, რომლის მეტოქეც შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი მფკ თბილისი იყო. თუ არ ჩავთვლით რიგ ეპიზოდებს, როდესაც "დედაქალაქელებმა" რამოდენიმეჯერ საკმაოდ მწვავედ შეუტიეს ჯაბა ჯამბურიას კარს, "მედიკოსებმა" დამაჯერებლად ჩაატარეს შეხვედრა და 4:1 დაამარცხეს მეტოქე.

მატჩი ლამაზი გოლებით იყო გამორჩეული - "მედიკოსების" მხრიდან შოთა ჭანუყვაძემ, დავით ბობოხიძემ და ბუთა კაკაბაძემ ერთმანეთზე ულამაზესი დარტყმებით გამოჩინეს თავი, რასაც პასუხად ნიკოლოზ ღუდუშაურის არანაკლებ ეფექტური გოლი მოყვა. თავისი გოლი გაიტანა ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ლაშა სიგუნავამ, რომლისთვის ეს 36-ე შედეგიანი დარტყმა აღმოჩნდა, რის შემდეგაც უკვე ერთი ბურთით ჩამორჩება უშუალო კონკურენტს, სერგი მაჭარაშვილს.

1/2 ფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება. განმეორებით შეხვედრებს გუნდები 2 ივნისს გამართავენ.

26.05.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. 1/2 ფინალი (I)
მფკ სტუ-თელასი - მფკ აგორა 2:0 (1:0)
გოლები: 07:05’ ჭუმბურიძე (1:0), 33:54’ ასათიანი (2:0)
გაფრთხილება: 07:05’ ნინოშვილი (აგო), 20:13’ თოფურია (თელ), 25:56’ ლეჟავა (თელ), 29:26’ ნიკვაშვილი

მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი 4:1 (3:0)
გოლები: 04:40’ ჭანუყვაძე (1:0), 17:29’ სიგუნავა (2:0), 17:57’ ბობოხიძე (3:0), 30:58’ ღუდუშაური (3:1), 32:31’ კაკაბაძე (4:1)

ბომბარდირები: სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 37, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 36, არმენ გალოიანი (დინამო) – 25, დავით ბობოხიძე (ტატიშვილი) - 23

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ-პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული