საქართველო-ლიტვა 8:2 - ევრო 2016-ის ელიტრაუნდის საგზური ჩვენია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ელიტრაუნდში გავიდა.

17 იავარს გამართულ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, რომელიც კაუნასის "დარიუსისა და გინერასის" სპორტულ ცენტრში გაიმართა, ალიკ სარქისიანის გუნდი მასპინძელ ლიტვას დაუპირისპირდა.
საქართველოს ნაკრებს მიზნის მისაღწევად ამ მატჩში ორბურთიანი სხვაობით გამარჯვებაც ჰყოფნიდა (მანამდე შვეიცარიამ ესტონეთს 7:5 მოუგო), თუმცა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ანგარიშით 8:2 გაიმარჯვა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მანამდე კი მსაჯმა საქართველოს ნაკრების მეკარე თორნიკე ბუკიას წითელი ბარათი უჩვენა. ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ მთლიანად
ჩვენმა გუნდმა იგდო. ერთიმეორის მიყოლებით  გიორგი თიკურიშვილმა (2), ზურაბ ლუკავამ, გიორგი ალთუნაშვილმა, არჩილ სებისკვერაძემ (2), კახაბერ მაისაიამ გაიტანეს და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

დარჩენილ დროში ლიტველებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს, საბოლოო ანგარიში კი ვახტანგ შვარიშვილმა დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად ელიტრაუნდის VII ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად პორტუგალიის, ყაზახეთისა და რუმინეთის ნაკრებები ეყოლება. ჯგუფის მატჩებს ეს უკანასკნელი 18-21 მარტს უმასპინძლებს.

C ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 2 1 0 15:6 7
2. შვეიცარია 3 2 1 0 13:9 7
3. ლიტვა 3 1 0 2 10:15 3
4. ესტონეთი 3 0 0 3 10:18 0

ასევე იხილეთ:
საქართველო-შვეიცარია 1:1 - ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა [VIDEO+PHOTO]
საქართველო-ესტონეთი 6:3 - პირველი მოგებულია! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
სასიამოვნოა, როცა შენი ნაკრები რამდენიმე თავით მაღლა დგას სხვებზე. წარმატებები ბიჭებს
gela
19:53 18-01-2015
0
გილოცავთ!ბრავო, მასტერკლასი!
თენგიზი
12:14 18-01-2015
0

სიახლეები პოპულარული