რატომ გადაწყვიტა ოთარ ხიზანეიშვილმა ფუტსალში მისვლა?

AutoSharing Option
15 თებერვალს, ფუტსალის ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ასოციაციაში პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი 34 წლის ოთარ ხიზანეიშვილი გახლდათ.

პრეზიდენტობის მსურველთა დარეგისტრირება დღეს, 5 თებერვალს მთავრდება. ჯერჯერობით კი, ხიზანეიშვილი ერთადერთია, ვინც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სურვილი გამოხატა.

რატომ გადადგა ეს ნაბიჯი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, რომელიც მთელი ცხოვრება კლასიკურ ფეხბურთს თამაშობდა?

"კარგად ვიცი, ფუტსალში და თავად ასოციაციაშიც რა ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამ სახეობას საქართველოში საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილებითა და კავშირებით დავეხმარო და მდგომარეობიდან
გამოვიყვანო", - ამბობს ხიზანეიშვილი.

ვეტერანი ფეხბურთელი ფუტსალთან კავშირზეც გველაპარაკა:

"ამ სახეობასთან კავშირი რომ არ მქონოდა, ამ ნაბიჯს არც გადავდგამდი. მხოლოდ იქიდან არ გამოვდიოდი, ფუტსალის თამაში რომ მიყვარს.

ეს სფერო სულ მაინტერესებდა, ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და ევროთასებზე გასული ჩემპიონების თამაშებსაც თვალს ვადევნებდი. ეროვნული ნაკრების წევრებთან ვმეგობრობ და ვიცი, ამ სახეობაში რაც ხდება. ამავე დროს, ამ სახეობას თუ მივხედავთ, მას საქართველოში ძალიან კარგი მომავალი ექნება. ამისთვის მუშაობა კი ნამდვილად ღირს".
მკითხველის კომენტარები / 6 /
adjarabet.ვინ ხარ რას გადაეკიდე ამ კაცს.გინდა ალბათ მის ადგილზე დაინიშნო.(გაარტმევ კი ტავს)?adjarabet -ში ვინ იტამაშებს მერე?მიდი რა კაცურად მიხედე შენ საქმეს...იდეალური კანდიტატია.წარმატებას ვისურვებ ოთარს.
shota
13:43 10-02-2016
0
მოგვენატრე ოთარ ^_^ იმედია გახდები პრეზიდენტი და კვლავ განაგრძობ ჩვენთან მეგობრობას ))
მარწყვები
11:52 05-02-2016
0

სიახლეები პოპულარული