ჯაბა ჯიღაური: საქართველოს ჩემპიონატში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა Sportall.ge-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც არჩევანი მაკედონიურ კლუბზე, სკოპიეს "ვარდარზე" გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჯიღაური, რომელიც თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ამიერიდან მაკედონიის მოქმედი ჩემპიონის ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

- ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური სკოპიეს "ვარდარის" ფეხბურთელია

- საინტერესოა, როდის გაჩნდა "ვარდარის" ვარიანტი?
- ინტერესი საკმაოდ დიდი ხნის წინ გაჩნდა. "ვარდარის" სიძლიერეში მაშინ დავრწმუნდი, როცა ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ვნახე.

- იყო თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან?
"ვარდარი" რატომ აირჩიე?
- კი, იყო ინტერესი სხვა გუნდებიდან, თანაც უკეთესი ჩემპიონატებიდან, მაგრამ ეს ყველაფერი ინტერესის დონეზე იყო, კონკრეტული არაფერი. მთავარი მიზეზი, რის გამოც "ვარდარი" ავირჩიე, ისაა, რომ ეს ძალიან ამბიციური და პერსპექტიული გუნდია, რომელსაც ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგისა ან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში სურს. კლუბის პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და დავრწმუნდი ამაში.

საამისოდ კი გუნდში ყველანაირი პირობაა შექმნილი. აქ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას ვერ მისცემ, არ გაპატიებენ.

Sportall.Ge

- რამდენად რთული იყო თბილისის "დინამოს" დატოვება?
- ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე.

მსურს, თბილისის "დინამოში" მომუშავე თითოეულ ადამიანს, ვინც დღემდე მომიყვანა, ვინც ზრუნავდა ჩემზე, მამხნევებდა, მადლობა გადავუხადო. "დინამო" ყოველთვის ჩემს გულში იქნება და იმედი მაქვს, მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ყოფილ გუნდს.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რომის "ლაციოს" სურდი. ეს ჭორი იყო თუ ტრანსფერი ჩაიშალა?
- "ლაციოს" ვარიანტზე მეც მითხრეს, თუმცა სიმართლეს რამდენად შეესაბამებოდა, არ ვიცი.

- კლუბში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილები თუ ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა მოგიწევს?
- ჩემს პოზიციაზე გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოვედი, მწვრთნელის დიდი სურვილია - მას ჩემი სჯერა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

- რა უნდა მოგცეს მაკედონიაში გატარებულმა პერიოდმა?
- რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე და ვხვდები, რომ თუ საქმეს მონდომებას არ დავაკლებ, პროგრესი გარდაუვალია. საკმაოდ ძლიერი მწვრთნელების ხელში ვარ, გუნდელებმა კი მითხრეს, რომ ჩემპიონატის დონეც მაღალია. ფიზიკურადაც, ყველა ძლიერია...

- გუნდში როგორ მიგიღეს?
- ისეთი დახვედრა მომიწყვეს, ვერც კი წარმოვიდგენდი. ჩემ მიმართ ყველა დადებითადაა განწყობილი და ეს მაძლიერებს.

Sportall.Ge

- სავარჯიშო პროცესების დროს რას ექცევა ყველაზე მეტად ყურადღება?
- სიახლე ნამდვილად არაა, რომ ევროპული კლუბები სწრაფ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. გამონაკლისი არც "ვარდარია": აქ აქცენტი მაღალ ტემპზე კეთდება. ასევე - 1-2 შეხებით თამაშზე, რაც თამაშს უფრო სანახაობრივს ხდის.

- როგორია შენი პირველი შთაბეჭდილებები ქალაქზე?
- სკოპიე ლამაზი ქალაქია. სამზარეულოც მომეწონა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ესეც ჩემი უჩასავით დაწყევლა ვიგაცამ :)
uchas fani
17 იანვარი 2017 17:09
0
carmatebebi jaba yvela shemtxvevashi magram ai mand rogor unda ganvitarde eg gagvagebine.fuli ki aqvs mag gunds magram sxva aranairi ganvitareba mand araaa.
nika
17 იანვარი 2017 16:30
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუნდაც თავისი წვერ-ულვაშით,უკაცრავად და ვისი რა საქმეა გაიპარსავს თუ არა, ყველამ ჩვენ თავებს მივხედოთ.
Dato
17 იანვარი 2017 16:29
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუნდაც თავისი წვერ-ულვაშით,უკაცრავად და ვისი რა საქმეა გაიპარსავს თუ არა, ყველამ ჩვენ თავებს მივხედოთ.
Dato
17 იანვარი 2017 16:26
0
წვერი გაიპარსე, სპორტსმენს დაემსგავსე და განვითარებასა და წინსვლაზე შემდეგ ისაუბრე, ისე წარმატებებს გისურვებ!
otara
17 იანვარი 2017 15:54
0
ვარდარში ხო მესის დონეზე განვითარდები.საქართველოზე უფრო ფარჩაკი ჩემპიონატია, დასავლეთ ევროპასთან ახლოა და მაგიტომ გადავიდა...
status quo
17 იანვარი 2017 15:29
0
ვისაც საქმის კეთება უნდა არც წინა ფედერაცია აძლევდა ამის საშუალებას და არც ახალი აძლევს. სახელმწიფოს ფული დაიხარჯება კლუბებში ნათესავების დასაქმებაზე და მათ ხელფასებზე. დაფინანსებას ვაძლევთ ხალხს, რომლებიც ინვესტორად გვეცნობიან და შემდეგ თავის სამშობლოში 1000 დოლარიან ხელფასს ეძებენ. ეს დანაშაულია და სახელმწიფოს (მათ შორის ჩემიც) ფულის ფლანგვაა
111
17 იანვარი 2017 15:29
0
კიდევ კარგი წახვედი მაკედონიაში თორემ ხომ დარჩებოდი იგივე დონეზე ამხელა პოტენციალის კაცი! ზაზასგან ბეჭედს და შენგან თასს ველოდები აბა შენ იცი
svan
17 იანვარი 2017 14:44
0
ჩვენი ჩემპიონატი გასაგებია,მაგრამ მაკედონიაში განვითარდება?
გიორგი 78.
17 იანვარი 2017 14:31
0
ვარდარი რომ ჯობია დინამოს და მაკედონიური ფეხბურთი ქართულს ესეიგი საქართველოში ფეხბურთი გასაუქმებელია!
vova
17 იანვარი 2017 14:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული