დანიის სუპერლიგაში გასავარდნი ზონის გუნდებმა ითამაშეს - "სილკებორგმა" გასვლაზე 3:1 მოუგო "ორჰუსს". ყოფილ გუნდთან შეხვედრაში 2 საგოლე პასი მიითვალა დავით სხირტლაძემ, ვინც 81-ე წუთზე შეცვალეს.
* * *
რუსულ პრემიერლიგაში "ურალმა" შინ 2:0 მოუგო "ორენბურგს". სტუმართა შორის 83-ე წუთზე გამოჩნდა ელგუჯა ლობჟანიძე, "ურალში" კი ჯიმი ტაბიძე სათადარიგო იყო.* * *
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში "ზირამ" ბაქოს "ინტერს" უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.ზაურ სვანაძის გუნდში 90 წუთი ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა, მასპინძელთა შორის კი გიორგი გოროზია სათადარიგო იყო.უმაღლესი ლიგიდან ოფიციალურად გავარდნილმა აზალ-მა "სუმგაითთან" 1:2 წააგო. დამარცხებულთაგან 90 წუთი ითამაშა ნუგზარ კვირტიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"