გიორგი ჯიქია: რუსეთის ნაკრები ავირჩიე, საკითხი დახურულია!

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი მცველი გიორგი ჯიქია საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი 23 წლის მცველის საქართველოს ნაკრებში ხილვა სურდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს და ფეხბურთის ფედერაცია მასთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა, თუმცა, როგორც გამოჩნდა, უშედეგოდ.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მის გუნდში შენი ხილვა სურს. ეს საკითხი ჯერ არაა დახურული?
- დახურულია. არჩევანი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ გავაკეთე.
მკითხველის კომენტარები / 88 /
ზოგიერთი ჯიქია სოხუმში აფხაზობდა.
lo
11 აპრილი 2017 18:54
0
ზაზა -ს ჯანო დედით რუსია და თავისუფლად მიიღებდა მოქალაქეობას და ითამაშებდა რუსეთის ნაკრებში, მაგრამ სწორედ კაცურად მოიქცა და თავის სამშობლოშიუ თამაში არჩია და ბევრ პრივილეგიაზე ამით უარი თქვა, შენ თვითონ ვერ გაგიგია ეტყობა პირადული ინტერესების დათმობა როგორ შეიძლება სამშობლოს გულისთვის, თუმცა ეს შენი პრობლემაა და მე სულ არ მაინტერესებს
ალეკსანდრე
11 აპრილი 2017 18:23
0
ჩვენ ხვეწნას არავის დავუწყებთ, საერთოდ ჭეშმარიტ ქართველს არასდროს არავისგან რამის თქმა არ უნდა სჭირდებოდეს,ყოველთვის უნდა იცავდეს თავის ქართველობას და იცავდეს სამშობლოს ჭირშიც და ლხინშიც. ისე საერთოდ ესეთ ადამიანებზე სიტყვების ხარჯვა ზედმეტია
EE
11 აპრილი 2017 18:21
0
S.P-ს. ეხ, როდის გახვალთ გაღმა..., ეს საბჭოური მენტალობის ადამიანები. დაგვღალეთ უკვე!!!! რუსეთში ისეთი კორუფციული ჭაობია, ადრე თუ გვიან შიგ ჩაიხრჩობა. უკვე დაიწყო გამოსვლები კორუმპირებულების წინაამღდეგ. სადაც კორუფციაა, იქ ყოველთვის ქაოსია. საქართველო არა ქაოსში, არამედ გაჭივრებაშია და ამასაც დააღწევს თავს. რუსეთი კი თავის კორუფციულ სქემებში ჩაიძირება. თითქოს დიდი რესურსების წყალობით აკომპესირებს ყველაფერს, მაგრამ სიმდიდრესაც შმალე თანთქავს კორუფცია. გარწმუნებ ამაში. ასე რომ....
გიორგი უკლება
11 აპრილი 2017 18:01
0
live-ს. ერთი ამიხსენი, რატომ თვლი რომ საქართველო ჯიქიას სამშობლოა? მგონი საერთოდ არ არის ნამყოფი. წინაპრების სამშობლო რომ გეთქვა, კიდე ხო!!! სამშობლო არის ის, სადაც დაიბადე და გაიზარდე. რათ უნდა ამას კამათი!! სამშობლო არა..........
garsevan chavchavadze
11 აპრილი 2017 17:52
0
ესეც არ მყავდეს ახლა ბეკენბაუერი. მცველები ჩვენ არ გვიჭირს. თავდამსხმელი რომ იყოს კიდე ხო!!!!!
ako
11 აპრილი 2017 17:48
0
ალეკსანდრე-ს. რატომ ადარებთ ჯანოს და ჯიქიას ერთმანეთს? ჯანო აქ გაიზარდა, ჯიქია კი იქ, რუსეთში. შენ თუ ამაში განსხვავებას ვერ ხედავ, ეს შენი პრობლემაა. ან რა შუაშია აქ ვაჟკაცობა ან სხვა ამგვარი რამ? ან რატომ გგონია, რომ ჯიქია არ არის ვაჟკაცი? რახან მაჩანჩალა ნაკრებში არ ისურვა თამაში? ამით ვაჟკაცობას როგორ ზომავ? კაი რა, თუ ძმა ხარ!!!
zaza
11 აპრილი 2017 17:45
0
რად გინდა,ქართველ ჟურნალისტებს მაინც არ სჯერათ.
კახა ქირია
11 აპრილი 2017 17:19
0
ჯანოს მეტი მოტივი არ უნდა ქონოდა?ბევრი ყავთ მაგნაირი რუსებს ნაკრებში? მაგრამ მამამისმა კაცურად გაზარდა და ამ ჩვენ სუსტ ნაკრებში თამაში არჩია
ალეკსანდრე
11 აპრილი 2017 17:10
0
თუარც ითამაშებ რა :D მალდინი არ იყო შენცა
burusa
11 აპრილი 2017 17:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული