გიორგი ჯიქია: რუსეთის ნაკრები ავირჩიე, საკითხი დახურულია!

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი მცველი გიორგი ჯიქია საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი 23 წლის მცველის საქართველოს ნაკრებში ხილვა სურდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს და ფეხბურთის ფედერაცია მასთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა, თუმცა, როგორც გამოჩნდა, უშედეგოდ.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მის გუნდში შენი ხილვა სურს. ეს საკითხი ჯერ არაა დახურული?
- დახურულია. არჩევანი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ გავაკეთე.
მკითხველის კომენტარები / 88 /
რას ერჩით ამ ჟორა დჟიკიას? მაგის რა ბრალია?! მამამისს მოეკითხება. რა თქმა უნდა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად ითამაშებს და სად არა, სად ააწყობს თავის კარიერას. მაგრამ მამამისს ის მაინც უნდა ესწავლა თავისი შვილისთვის, რა არის ქართველისთვის 9 აპრილი, რომ მანდამაინც გუშინ არ გავეხარებიეთ ამ ინფორმაციით. თუმცა მამამისიც 89-ის 9 აპრილს იმ ქართველებს შორის იქნებოდა, რომელიც მხოლოდ ზვიადის, მერაბის ლანძღვაში გაატარებდა 9აპრილის შემდგომ დღეებს (თუმცა უმეტესობა გონს მოეგო). მაგას "ფესვები" უნდა აჩვენო ფილმი. ცოდოა. კიდევ ვიმეორებ - მამამისზე ვლაპარაკობ.
alexandre
11 აპრილი 2017 15:49
0
gmertma gaumarjos da xeli moumartos tavis arhevanhi.ise ras vtavazobt am kacs,ar hemdgari qveknis ar hemdgar nakrebhi tamahs.aq xom qaosi da bardagia.
S.P
11 აპრილი 2017 15:37
0
აუ ნახავთ რამდენ თამაშს ითამაშებს ღრუსეთის ნაკრებში და ვისაც არ უნდა საერთოდ ნუ დაწერთ რა სტატიებს.
ფუი სირცხვილი თან რუსეთის ნაკრები
ზუკაკო ჯიქია
11 აპრილი 2017 15:26
0
ე ბიჭი ჯანომ რომ აირჩია საქართველოს ნაკრები სტადიონიდან არ იგინებიან მაგის მისამართით თუ არ აკრიტიკებენ თუ დაუფასა ვინმემ რამეში?? უბრალოდ პატრიოტიზმის გამო გააკეთა ეს ყველაფერი და სამაგიეროდ გინების და დაუფასებლობის მეტი ვერაფერი ვერ მიიღო ასე რომ შეეშვით ამ ბიჭს და ნუ მოოუწოდებთ დაინგრიოს კარიერა და მომავალი. იყოს თAვისთვის რუსეთში ბედნიერად. ეგრე არ ჯობიაა??
.
11 აპრილი 2017 15:26
0
სულ დავცინოდი ჩრდილო კავკასიელ ძიუდოისტ-მოჭიდავეებს, რუსებს სულ მაგათ ხარჯზე აქვთ მედლები აღებული... გესვრის, გკლავს, გატერორებს, დამოუკიდებლობას გართმევს და მის ჰიმნზე ცრემლი მოგდის... მარა პატრიოტობას ვერავის ვერ მოთხოვ... პლუს, ჩვენთან უმაღლეს დონეზეა უმადურობა აყვანილი (გავა არც თუ ისე დიდი დრო და არავინ დაუფასებს) და არც საქართველოს ნაკრებია კაი საშუალება სკაუთების ყბის ჩამოსავარდნათ
Irakli apkhaidze
11 აპრილი 2017 15:20
0
guli ki dawyda mis am sakcielze magram, mainc ar daupasebdnen sakartvelo rom aerhia.
merabi
11 აპრილი 2017 15:18
0
კაც არ აქვს საკუთარი თავის რწმენა, რომ იშრომებს, გაიქაჩება თუნდაც გურამ კაშიას დონეზე და მოსკოვის სპარტაკის ძირითადში იქნება, ან სულაც ევროპაში წავა. ურჩევნია ალბათ ზედმეტად არ შეიწუხოს თავი და რუსეთის მოქალაქეობის გამო ძირითადში ადგილი გარანტირებული ჰქონდეს.ფეხბურთელი რომელსაც არ უნდა საკუთარი შრომით წარმატების მიღწევა არ გვჭირდება, საკმარისად გვყავს ისედაც.
ფაშა ძლიერი
11 აპრილი 2017 15:17
0
N1 ჩოგბურთელზე ანა ტატიშვილზე რატომ არაფერს ამბობთ ამერიკის მოქალაქეობა რომ მიიღო?
როცა ღირსეულ ქართველებს დავაფასებთ, მაშინ აღარ გაიქცევიან.
ქართველი
11 აპრილი 2017 15:10
0
რას ეხვეწებით ამდენს, არაა ეს ბავშვი ქართულად აღზრდილი, ეს მის მშობლებს უნდა ჰკითხოთ, 20წელია საქართველოში არ ვყოფილვარო. ზუსტად ასეთ სიტუაციაში გრიგალავამ სამშობლო აირჩია. ჯიქია არა ა ცუდი მოთამაშე მაგრამ მის ადგილზე არიან იგივე გრიგოლავა, ნალოვსკი
ანდრია
11 აპრილი 2017 15:07
0
რას შეესიეთ ამ ბიჭს.რუსეთში დაიბადა,ქართულადაც ვერ ლაპარაკობს.კიდევ კარგი ,რომ ქართველობას აღიარებს.შანსი აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გაისად.წარმატებები ვუსურვოთ.რუსეთში უამრავი ქართველი სპორტსმენი მოღვაწეობს.ქუთაისელი წარმოშობით,ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში დათო ჩაკვეტაძე.რუსეთის ნაკრების მთ. მწვრთნელი კოღუაშვილი.პრეზიდენტი მამიაშვილი.ოლიმპიურ იდა მსოფლიო ფიგურისტების მწვრთნელი ეთერი თუთბერიძე და სხვები.არაფერს ვამბობ შოუ ბიზნესზე.ყველას იქ გაუმარჯოს სადაც არიან.
jumber
11 აპრილი 2017 15:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული