გიორგი ჯიქია: რუსეთის ნაკრები ავირჩიე, საკითხი დახურულია!

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი მცველი გიორგი ჯიქია საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი 23 წლის მცველის საქართველოს ნაკრებში ხილვა სურდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს და ფეხბურთის ფედერაცია მასთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა, თუმცა, როგორც გამოჩნდა, უშედეგოდ.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მის გუნდში შენი ხილვა სურს. ეს საკითხი ჯერ არაა დახურული?
- დახურულია. არჩევანი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ გავაკეთე.
მკითხველის კომენტარები / 88 /
რუსეთში დაბადებული და გაზრდილია კაცი. ქართულის გაგებაში არ არის. რატომ გიკვირთ რომ რუსეთის ნაკრები აირჩია? სომეხი რომ იყოს, კიდევ გასაგებია. სომხებს ეს სხვაგვარად ესმით. ქართველია წარმომავლობით თორემ ტიპიური ......
saqo
11 აპრილი 2017 13:05
0
ქართველია ყველა ვისაც საქართველო უყვარს და აფასებს! ამან ორი სიტყვა არ იცის მშობლიურ ენაზე რა უნდა მოსთხოვო. მაგნაირები სამწუხაროდ ბევრია! რა უნდა მაგას საქარველოში? აქამდე როგორც ვიცი ნამყოფიც არ ყოპილა)
martali
11 აპრილი 2017 13:05
0
სულით რუსია, მსგავსები არცაა საჭირო.
სიკო
11 აპრილი 2017 13:04
0
რაღა გვეშველება
ნიკ
11 აპრილი 2017 12:56
0
ტიპიური ... ამოვლებული ....
Tr
11 აპრილი 2017 12:56
0
ამხელა კაცი იმას რო ვერ მიხვდება სად ითამაშოს, ის არცაა ღირსი ნაკრებში თამაშის! რას ეხვეწებით? არ მყავდეს ეგაც რობერტო კარლოსი! სხვა ნაკრებში მაინც რო ეთამაშა კიდე რაღაცას იტყოდა კაცი , მარა ქარტველმა კაცმა რუსეთის , თურქეთისა და ირანის ნაკრებში რანაირად უნდა ითამაშოს?
ზაზა
11 აპრილი 2017 12:46
0
ესეც არ მყავდეს ახლა რობერტო კარლოსი. თუ არ უნდა რას ეხვეწებით! ამხელა ვირი იმას რო ვერ მიხვდება სად უნდა ითამაშოს, რაღა უნდა ელაპარაკო ამის მერე!
zaza
11 აპრილი 2017 12:41
0
რაღა უჭირს აბა რუსეთის ნაკრებს, ამ ქართველი ჟურნალისტების ვერაფერი გავიგე რატო მოიხსენიებთ ამ კაცს ქართველად ან რატო გვახსენებთ სულ, ვინაა ეგეთი, რახან ქართული გვარი აქვს არ ნიშნავს იმას რომ ქართველია და ვალდებულია საქართველოს ნაკრებში ითამაშოს, ჩვეულებრივი რუსი ფეხბურთელია, რომელსაც რუსეთის ნაკრებში თმაშის შანსი ჩემი აზრით არ ექნება, ისე კი წარმატებას ვუსურვებ.
დათო
11 აპრილი 2017 12:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული