"ესბიერგის" უარი: ბუდუ ზივზივაძე და "სამტრედია" არ გამოვა!

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ბუდუ ზივზივაძე ყოფილ კლუბში, "სამტრედიაში" შეიძლებოდა დაბრუნებულიყო.

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი მიმდინარე წლის იანვარში დანიურ "ესბიერგში" ოთარ კაკაბაძესა და ლაშა პარუნაშვილთან ერთად გადავიდა, მაგრამ გუნდი სუპერლიგაში დასარჩენ პლეი ოფში დამარცხდა და მეორე დივიზიონში გადაინაცვლა.

ზივზივაძე საქართველოში დაბრუნდა და სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" ეროვნული ლიგის XVI ტურის მატჩს ("სამტრედია"-"კოლხეთი") დაესწრო. სამტრედიელთა ექსფორვარდს ეროვნული ლიგის YouTube-არხზე პირდაპირი ეთერისას მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე ჰკითხეს.

"სამწუხაროდ, "ესბიერგი" დანიის სუპერლიგიდან გავარდა. მე 25 ივნისამდე დავისვენებ, მერე რა იქნება,
ჯერ არ ვიცი. "სამტრედიაში" დაბრუნება? გამორიცხული არაფერია", - თქვა ზივზივაძემ.

ამ პასუხმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ "სამტრედიის" მხრიდან ფეხბურთელის იჯარით დამატების სურვილი ნამდვილად იყო. იყო მცდელობაც, დანიელებთან მოლაპარაკებულიყვნენ, მაგრამ... "ესბიერგმა" უარი თქვა - აქაოდა, ზივზივაძეს სუპერლიგაში დაბრუნების იმედს ვუკავშირებთ და ჩვენთან უნდა იყოსო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ერტი სული აქვტ რო აქედან გაიქცნენ და მერე იქ რო როჯა მ... ,,,მერე ისევ აქ ბრუნდებიან სამარცხვინოდ
vai tqven patrons
15:28 05-06-2017
0
tu ar gaikznen aba sakartveloshi darchenit satamasho klasi ver ematebat, vinz darcha tkveten varskvlavebs xo ))) normalur kvekanashi mainz zxovroben da plastmasis stadionebze ar tamashoben, tramva rom miigon kidev umkurnaleben ise, rom ar daamadlian, mokled samokvarulo donis chempionati gaakvt, makedan tasvla ukve tin gadadgmuli nabijia, nu gshurt)))
vaxo
16:24 05-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული